მეცხვარეებივით ისხედით ორი დასველებული პრეზიდენტი - გოგა ხაჩიძე პრეზიდენტს მიმართავს

მეცხვარეებივით ისხედით ორი დასველებული პრეზიდენტი - გოგა ხაჩიძე პრეზიდენტს მიმართავს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გოგა ხაჩიძე საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს მიმართავს და ბელორუსის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე ამახვილებს ყურადღებას:

"ავთანდილ ბერიძემ მოახერხა და თქვენ რა გაგიჭირდათ ერთი-ორი ქოლგიანი ბიჭი?!

აბა, საქმეა ახლა ეს?! მწყემსების თავშესაფარში, წვიმას შეფარებული მეცხვარეებივით რომ ისხედით ორი დასველებული პრეზიდენტი, უმაღლესი დონის შეხვედრაზე" - წერს ხაჩიძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის გამართული შეხვედრის დროს, მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს, ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს. გარდა ამისა, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები.

შეხვედრა ამ დროისთვის დასრულებულია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს