"ამას მაშინ გაიგებთ, როცა უბრალოდ აღარ გეყოლებით" - ბელა ალანიას ამაღელვებელი სტატუსი დედაშვილობაზე

"ამას მაშინ გაიგებთ, როცა უბრალოდ აღარ გეყოლებით" - ბელა ალანიას ამაღელვებელი სტატუსი დედაშვილობაზე

შალვა ნათელაშვილის მეუღლე ბელა ალანია, ფეისბუქის გვერდზე დედაშვილობის თემაზე პატარა ჩანახატს აქვეყნებს:

"- ბექაა!

- ხოო, დედა, - მპასუხობს ჩემი ვაჟი თავისი ოთახიდან და თავი კომპიუტერში აქვს ჩარგული

- დაკოო!

- გისმენ , დედა, - მპასუხოს ჩემი ქალა და გამოცდისთვის ემზადება.

- ბექაა!- ცოტა ხნის შემდეგ ისევ ვეძახი ბექას და ველოდები მის პასუხს, რომელიც არ აყოვნებს

- რა იყო, დედა , რამე გინდა?

- დაკოო!

- მოვიდე, დე?- ისევ მპასუხობს დაკო.

- არაფერი მინდა დაკო!

-არაფერი, ბექა!, - ვპასუხობ

- თუ არაფერი, რატომღა გვეძახი? - აშკარად არ მოსწონთ, რომ ვაწუხებ დროგამოშვებით.

არაფერს ვამბობ. არადა, როგორ მინდა ხმამაღლა ვუთხრა:

- ხომ არაფერს გიშავებთ, მხოლოდ დროდადრო გეძახით. უბრალოდ, მიხარია, როცა მპასუხობთ; მიხარია, როცა თქვენი ხმა მესმის; როცა სახლში მეგულებით; როცა მინდა, რომ კომპიუტერს მოგწყვიტოთ და თავი შეგახსენოთ; როცა მენატრებით, მაშინაც კი, როცა გვერდით ოთახში ხართ; როცა მიჭირს სახლში სიჩუმის ატანა...

როცა მინდა, ბევრჯერ, ბევრჯერ გავიგონო: " ხოო, დედა! დიახ, დედა! რა იყო, დე?, მოვდივარ, დეო!... რა მოხდა დედი? გჭირდები დედიკო.?

რატომ გეძახით? ამას მაშინ გაიგებთ, როცა შვილები გეყოლებათ. ან მაშინ, როცა ოდესმე ვეღარ დაგიძახებთ, უბრალოდ აღარ გეყოლებით.

24 აპრილი 2015 ბელა ალანია" - წერს ქალბატონი ბელა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს