"აბა დელი ოდელია, საქართველო ბორდელია" - ილია ვაშაკიძე

"აბა დელი ოდელია, საქართველო ბორდელია" - ილია ვაშაკიძე

მღვდელ-მონაზონი ილია ვაშაკიძე ფეისბუქზე გამქრალი სასულიერო პირების ადგილმდებარეობით ინტერესდება და საპატრიარქოში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. გარდა ამისა, იგი საქართველოს მთავრობის უსუსურობაზეც მიუთითებს:

"ქრისტეს მიერ საყვარელო ძმებო და დებო, დღეს, შეიძლება ითქვას როგორც არასდროს, დიდ სულიერ და მატერიალურ გასაჭირშია ქართველი ერი, ბეწვზე კიდია ჩვენი სულიერება და სახელმწიფოებრიობა.. სად წავიდა მეუფე იაკობი (იაკობაშვილი)?? სად წავიდა პიტალო კახა (გვარი იგივეა)?? სად წავიდა მეუფე იობი (აქიაშვილი)?? საპატრიარქო უმოქმედოა.. უარეს დღეშია პარლამენტი.. ხელისუფლება ქუჩაში გდია.. ნებისმიერი გამვლელი გაივლის და აიღებს (გამოჩნდება ვინმე ყვარყვარე თუთაბერი).. არ გვაქვს სტრუქტურულად მოწესრიგებული, სისტემაში მოყვანილი ეკლესიოლოგია, წმიდა სინოდი და საეკლესიო სასამართლო და პარალელურად ჩვენი პატრიარქის ბიოლოგიურ სიბერეს მავანნი ბოროტად იყენებენ..

მე არ ვაპირებ საბჭოთა კავშირში დაბრუნებას (ამას წინასწარ ვაცხადებ).. საბჭოთა კავშირში ქორეპისკოპოსი იაკობი და პიტალო კახა შეგიძღვეთ.. ერთი ნორმალური დეფექტოლოგი-ლოგოპედი მაინც ვერ ნახეთ პაატა ზაქარეიშვილის საუბრის ან ფონეტიკა ან არსი რომ გავიგოთ?? დიდი ილიასი არ იყოს: "რა გითხრათ, რით გაგახაროთ".. დიდი მგოსნის სიტყვებსაც მოვიშველიებდი: "ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველო".. მე კი ჩემი მხრიდან დავამატებდი: "აბა დელი ოდელია, საქართველო ბორდელია".. ეხლა კი სადაც გინდათ იქ მიჩივლეთ.. ღმერთმა გიშველოთ..

P.S.: დანარჩენზე თავად დაფიქრდით.. ასე არაა განა??" - წერს ილია ვაშაკიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს