"სოლოლაკს გასცა ბრძანება დიდმან ქართველთა მფლობელმან: თინათინ ჩემი მინისტრად დავსვი მე, მისმან მშობელმან " - ფორუმზე სამთავრობო ცვლილებები "გალექსეს"

"სოლოლაკს გასცა ბრძანება დიდმან ქართველთა მფლობელმან: თინათინ ჩემი მინისტრად დავსვი მე, მისმან მშობელმან " - ფორუმზე სამთავრობო ცვლილებები "გალექსეს"

სოციალურ ქსელებში სამთავრობო ცვლილებებს აქტიურად განიხილავენ. განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა თინათინ ხიდაშელის მინისტრის პოსტზე წარდგენას.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თავდაცვის მინისტრი, მინდია ჯანელიძე თინათინ ხიდაშელმა ჩაანაცვლა. ღარიბაშვილმა შესაბამისი ბრძანებულება გამოსცა კიდეც.

თბილისის ფორუმზე გამოქვეყნდა "ვეფხისტყაოსნის" ვარიაცია, რომელიც დღევანდელ პოლიტიკურ პროცესებს ასახავს.

"სოლოლაკს გასცა ბრძანება დიდმან ქართველთა მფლობელმან:

"თინათინ ჩემი მინისტრად დავსვი მე, მისმან მშობელმან

პატარა ტრიუკს ვაკეთებ, და ერთ წუთს დამელოდეთ მანდ

მოდით და ნახეთ ყოველმან, მაგინებ-შემამკობელმან!"

მოვიდეს სრულნი ქართველნი, ქოცნი თავისი პასტითა:

ირაკლი პირ-მზე, ყელ-მაღალ, მშოვნელი ბევრ-ათასისა,

ვაზირი უსუფ, მოახლე ქოცისა დასთა დასისა;

მათ რომე დადგეს საჯდომი, თქვეს: "ადკვტრია ფასისა!"

.....

უკუდგეს და თაყვანი-სცეს მოქალაქე და მისთა ყმათა,

დალოცეს და მინისტრ დასვეს, ქება უთხრეს ქოცის-ფრათა,

უსუფა წერს გამალებით, დაატკბობდეს ბიძოს თვალთა

ქალი ხარობს, მობილს აქნევს, პრემიერი მირეკავსთა.

მანამ ბიძინას სწავლასა ქალი ბრძნად მოისმინებდა,

ყურსა უპყრობდა, ისმენდა, წვრთასა არ მოიწყინებდა;

კვლავ დაუფასდა შრომა და აწ მეტად მოილხინებდა ...

წყარო: forum.ge

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს