ლიკა შუბითიძის პირველი კომენტარი "X ფაქტორიდან" გავარდნის შემდეგ

ლიკა შუბითიძის პირველი კომენტარი  "X ფაქტორიდან" გავარდნის შემდეგ

"როგორც უკვე ყველამ ნახეთ, მე გამოვეთიშე რუსთავი 2-ის X ფაქტორის პროექტს. ამ პროექტზე კომენტარს საჭიროდ არ ჩავთვლიდი, რომ არა ის კითხვა, რომელიც არაერთ ჩემს მსმენელს გაუჩნდა და რომელზე პასუხის გაცემაც აუცილებლად მიმაჩნია.

რატომ აღმოვჩნდი ამ პროექტში? მით უმეტეს მაშინ, როდესაც არც ახალბედა მომღერალი ვარ და ჩემთვის ეს პერიოდი ისეთი იყო, წესით ამის დრო არც უნდა მქონოდა.

მე დავთანხმდი რუსთავი 2-ის შემოთავაზებას, მონაწილეობა მიმეღო საქართველოს X ფაქტორში-ში, რომლისთვისაც, პროექტის წარმომადგენლების თქმით, რეიტინგისა და პოპულარულობის ასამაღლებლად, მეტად სასარგებლო იქნებოდა ჩემი მონაწილეობა.

შესაძლოა, ეს თანხმობა ჩემი შეცდომა იყო. თუმცა, ჩემი ერთადერთი მიზანი იყო, რომ შეერთებულ შტატებში მიღებული გამოცდილება მიმეტანა ფართო მსმენელამდე, რის საშუალებაც, სამწუხაროდ, არ მომეცა.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, უდიდესი სტიმული და მხარდაჭერა მივიღე ჩემი მსმენელებისაგან, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას სათითაოდ.

მე დაგიბრუნებთ იმ სიყვარულს, რაც თქვენგან მივიღე!", - წერს ლიკა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს