"მტრის ხატის შექმნა ისევე აუცილებელია, როგორც კვება და სექსი" - ვის "ერჩის" ვახტანგ რჩეულიშვილი

"მტრის ხატის შექმნა ისევე აუცილებელია, როგორც კვება და სექსი" - ვის "ერჩის" ვახტანგ რჩეულიშვილი

ყოფილი დეპუტატი ვახტანგ რჩეულიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე "მტრის ხატის" ფენომენზე წერს:

"მტრის ხატის შექმნა ისევე აუცილებელია ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის, როგორც კვაბა და სექსი ფიზიკური არსებობისათვის. ეს საშუალებას აძლევს ადამიანს იპოვნოს თავის წარუმატებლობაში დამნაშავე, ახსნას ამის მიზეზები არა საკუთარი უუნარობით, არამედ სხვისი ბოროტებით. ერთი სიტყვით, ცხოვრების ჩვეულებრივი ნორმაა: რძლები მტრის ხატს ქმნიან დედამთლებისაგან და პირიქით, მეზობელი - მეზობლისაგან, სოფლელი - ქალაქელისაგან და პირიქით, სომეხი - ქართველისაგან და ქართველი - სომხისაგან, პოლიტიკოსებისათვის ხომ ეს პროფესიაა.

ამიტომ გვასწავლის უფალი გიყვარდეს მოყვასიცა და მტერიც შენი - ასე ებრძვის რელიგია გადამეტებულ სიძულვილსა და ბოროტებას. ეკლესიის დანიშნულებაა ჩააცხროს თუნდაც გადარჩენის ინსტიქტით განპიროვნებული ჩვენი გადაჭარბებული ვნებები. საპასუხოდ, მტრის ხატს ვქმნით ეკლესიიდან, რაც სულ არ არის რთული - ისიც ხომ ჩვეულებრივი ადამიანური ინსტიტუტია კაცთა მოდგმისათვის დამახასიათებელი ყველა ნაკლით. არც მე ვარ კარგი ქრისტიანი და ვერ ვასრულებ სახარებისეულ რჩევას, სილას რომ გაგაწნიან, მეორე ლოყა შემოუბრუნეო. ვპასუხობ ხოლმე ჩემგან მტრის ხატის შემქმნელებს... თუმცა შემინდია მათთვის და მხოლოდ იმათ ვერჩი, ვინც დღესაც მიშლის ხელს ადამიანების დახმარებაში".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს