"მინდა, რომ მგლები არასოდეს ჭამდნენ კურდღლებს" - დაჩი გრძელიშვილის ემოციური პოსტი

"მინდა, რომ მგლები არასოდეს ჭამდნენ კურდღლებს" - დაჩი გრძელიშვილის ემოციური პოსტი

ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

"რა მინდა: მინდა, რომ ზებრა გადასასვლელთან ჩერდებოდნენ მძღოლები. და როცა მე ვაჩერებ, უკან მდგომი ისტერიულად არ მისიგნალებდეს. კიდევ, მინდა, რომ პრემიერის უფროსმა პანორამა თბილისის ე.წ. გარეუბანში ააშენოს, ჩანჩქერიანად (თავის ეზოში ხო ააშენა?) და ჩემს სან-ზონურ ყოფასაც დაედოს ფასი. მინდა, მარგველა პრეზიდენტმა თავისი სასახლე ხელნაწერთა ცენტრს გადასცეს. მინდა, რომ ბავშვები არასოდეს ხდებოდნენ ავად და რომ ყველა ბავშვს (ყველას) კვირაში ერთი ახალი სათამაშო ჰქონდეს. მინდა, რომ მგლები არასოდეს ჭამდნენ კურდღლებს. ბოლო-ბოლო, შეჭმულის თანაკურდღლებისგან ტაშის დაკვრას მაინც რომ არ მოითხოვდნენ. ნუ კარგი, სიუჟეტებს მაინც ნუ გადაიღებენ, რაოდენ გონივრულად იქნა შეჭმული კურდღელი (საწყალი), საკურდღლეთის საკეთილდღეოდ (საწყლები). კიდევ, მინდა არასოდეს თავდებოდეს ტუალეტში ქაღალდი. მინდა? - კაი. იყოს, ვიყიდი ხოლმე და მაშინ, მინდა, რომ ანდრიას ყოველ საღამოს არ ვეკითხებოდე, ისწავლა თუ არა ხვალის გაკვეთილები და ისიც, (ყალთაბანდი!) ყოველ საღამოს არ მეუბნებოდეს, რომ საკონტროლო ჰქონდა. ზოგადად, განათლებაც მინდა, ბეევრი განათლება - ანდროსთვის, ჩემთვის, შენთვის... ვიცი, ეს ყველაფერი გინდოდეს ბედნიერებისთვის იმის ფონზე ვთქვათ, რაც სირიაში ხდება, უსინდისობაა. მაგრამ მინდა და რა ვქნა".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს