"ეგ თავსაფრიანი ციკანი, ექვს ენაზე მოუწოდებს ევროპელებს, დააბრუნონ საქართველო ბუნებრივ ოჯახში" - გივი თარგამაძე სუფრის ტრადიციაზე

"ეგ თავსაფრიანი ციკანი, ექვს ენაზე მოუწოდებს ევროპელებს, დააბრუნონ საქართველო ბუნებრივ ოჯახში" - გივი თარგამაძე სუფრის ტრადიციაზე

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე სოციალურ ქსელში ქართული სუფრის ტრადიციებს აკრიტიკებს.

"აბა რა! ევროინტეგრაციის ქართული, ნაღდი ეროვნული გზა! ეგ თავსაფრიანი ციკანი, თვალებიდან რომ ანათებს, ექვს ენაზე მოუწოდებს ევროპელებს, დააბრუნონ საქართველო ბუნებრივ ოჯახში. ირინა ქორიძე - პრეზიდენტად! ნუ, ინკვიზიტორად მაინც...

ირინა ქორიძე არის სამტრედიის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან არსებული კულინარიისა და დიზაინის სექციის პედაგოგი, რომელმაც საკუთარი იდეითა და ფანტაზიით გააწყო ეს სუფრა! ანუ, შეგვიძლია ვიყოთ მშვიდად, ცვლა მოდის და ციკანი სულ ფეხზე იდგება!

ეს არის სამშობლოს აღქმა. ვაჟა და გალაკტიონი არა, ფეხზე დამდგარი მკვდარი ციკანია ჭეშმარიტება! გაზაფხული მერცხალს არ მოყავს. მოყავს ახალ ტყემალს და ჩაქაფულს! საქართველოს მისიაა, ეს მარტივი სიმართლე შთააგონოს ევროპას", - წერს გივი თარგამაძე.

იხილეთ ასევე: წლის მარაზმები "ღიპიანი, მოქეიფე და ნამდვილი ჯიგარი კაცების ფანკლუბისგან" - 27 შოკისმომგვრელი ფოტო ქართული სუფრიდან

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს