"უზარმაზარი შავი ჯიპი ისე დააყენა, რომ მანქანა ვერ გამომყავდა.. დასარტყმელად გამოიწია.." - ვინ უპირებდა ცემას გოგი გვახარიას

"უზარმაზარი შავი ჯიპი ისე დააყენა, რომ მანქანა ვერ გამომყავდა.. დასარტყმელად გამოიწია.." - ვინ უპირებდა ცემას გოგი გვახარიას

კინოკრიტიკოსი გოგი გვახარია "ფეისბუქის" პირად გვერდზე პარკინგთან დაკავშირებული ინციდენტის შესახებ წერს.

"უზარმაზარი შავი ჯიპი (უკან ასევე უზარმაზარი ჯვრით) ისე დააყენა, რომ მანქანა ვერ გამომყავდა. არადა ლექციაზე მაგვიანდებოდა. ბოლოს იმდენი "ვასიგნალე" რომ უკმაყოფილო გამოვიდა. "მესმის, მესმის, ყრუ კი არ ვარ. ხო უნდა დამაცადო გამოსვლაო"

იმის მაგივრად რომ ბოდიში მოიხადო, იქით მეჩხუბები კაცო-მეთქი? მე შენი "კაცო" არ ვარ და აბა რა მექნა, არ იყო ადგილიო.

"ამიტომ არ არის საჭირო ქალაქში შავი კუბოებით სიარული" - ზუსტად ასე ვუთხარი

ეს მართლა წამომცდა. წინადადების შუაში რომ ხვდები, ძალიან ცუდ რამეს ამბობ, მაგრამ გაწყვეტას აზრი არ აქვს და რისკზე რომ მიდიხარ... ხომ იცით რა გრძნობაცაა.

"რაოოოოოო?" - შესძახა (რაღაცეები დაამატა კიდევ "საჩვიდმეტმაისო"). როგორც ჩანს დასარტყმელად გამოიწია, მაგრამ კარტოფილის აზერბაიჯანელმა გამყიდველმა გამოიარა იმ დროს და გააჩერა. ჩაჯდა და წავიდა.

ეს მოხდა კანის კინოფესტივალის გახსნის დღეს. ესაა ცხოვრება?:)".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს