ძალიან პატარა სიკეთე თუ მაინც ჩააწვეთეთ სადმე? - ირინა ონაშვილი საზოგადოებას მიმართავს

ძალიან პატარა სიკეთე თუ მაინც ჩააწვეთეთ სადმე? - ირინა ონაშვილი საზოგადოებას მიმართავს

ყოფილი "მის საქართველო" ირინა ონაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე საზოგადოებას მეტი პოზიტივისკენ მოუწოდებს და ყოველდღიური სიკეთის გარეშე ცხოვრება უინტერესო მიაჩნია:

"აბა დღეს რამდენმა თქვენგანმა დაუთმეთ გზა ფეხით მოსიარულეს, რამდენი სითბო გაეცით? პოზიტიური სიტყვები სხვების მისამართით? ფინანსურად შეიძლება ვერა მაგრამ მორალურად დაუდექით სხვებს გვერდით? ერთი პატარა ფრაზით (კომპლიმენტით) გაულამაზეთ ადამიანებს დღე, სხვისი გასაჭირი მოისმინეთ და წუთით მაინც შეწუხდით? ძალიან პატარა სიკეთე თუ მაინც ჩააწვეთეთ სადმე?

მაგ: მოხუცი ბაბუს ბროშურა თუ იყიდეთ რომელიც გეუბნება რომ: "თუ ფული არ გაქვს ამის შესაძენად გაჩუქებო" თუ არაფერი არ გაგიკეთებიათ და არც გიფიქრიათ ამაზე ყოველდღიურად სიკეთე როგორ დათესოთ, ძალიან უინტერესო ცხოვრება გქონიათ", - წერს ონაშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს