"ეს პირდაპირი შედეგია ქვეყნის გაბანძების შედეგად, საერთაშორისო პოზიციების გაუარესების" - სააკაშვილი "ევროვიზიას" ეხმაურება

"ეს პირდაპირი შედეგია ქვეყნის გაბანძების შედეგად, საერთაშორისო პოზიციების გაუარესების" - სააკაშვილი "ევროვიზიას" ეხმაურება

"ევროვიზიის" შედეგებსა და ქართველი მომღელის დაბალი ქულებით შეფასებას საქართველოს ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა.

"ნინა სუბლატი იყო ძალიან მაგარი, თუმცა საქართველომ მიიღო მხოლოდ 50 ქულა - ყველაზე დაბალი ქულა რომელიც ოდესმე მიგვიღია ფინალში და პირველად არცერთი უმაღლესი შეფასება. ეს პირდაპირი შედეგია ქვეყნის საერთო გაბანძების შედეგად, საერთაშორისო პოზიციების გაუარესებისა. ზუსტად ვიცი, რომ ეს დროებითია და სულ მალე ჩვენს პოზიციებს აღვიდგენთ!", - წერს სააკაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე.

"ევროვიზია 2015" წლის ყველაზე მაშტაბური კონკურსი დასრულდა. პირველი ადგილი, ხმათა უმრავლესობით, შვედეთის წარმომადგენელმა დაიკავა. ევროვიზიის 27 კონკურსანტი 40 ქვეყნის წარმომადგენლებმა შეაფასეს.

საქართველოს სახელით ევროვიზიაზე ქართველი მომღერალი ნინა სუბლატი წარსდგა, რომელიც პირველივე რეპეტიციის შემდეგ შესრულებითა და გარეგნობით ევროპის ყურადღების ცენტრში მოექცა. საბოლოოდ საქართველომ "ევროვიზიაზე" გამოსვლა მეთერთმეტე ადგილით დაასრულა.

ასევე იხილეთ:ნინა სუბლატის პირველი კომენტარი "ევროვიზიის" დასრულების შემდეგ

"ეს გოგო არის ნამდვილი ღ-რუსი" - ნანუკა ჟორჟოლიანი თინა კანდელაკის მიერ ევროვიზიაზე რუსი კონკურსანტის მხარდაჭერამ აღაშფოთა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს