"არ გველოდება გამარჯვება არსად, სანამ არ გვეყოლება ისევ ნიჭიერი "გიჟი" ქვეყნის სათავეში" - ნუკი კოშკელიშვილი "ევროვიზიის" შედეგზე

"არ გველოდება გამარჯვება არსად, სანამ არ გვეყოლება ისევ ნიჭიერი "გიჟი" ქვეყნის სათავეში" - ნუკი კოშკელიშვილი "ევროვიზიის" შედეგზე

ნუკი კოშკელიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე "ევროვიზიაზე" ნინა სუბლატის გამოსვლასა და კონკურსის შედეგებს ეხმაურება.

"ნინამ იმღერა არაჩვეულებრივად!!!! წამიერად, მაგრამ მაინც გაგვაერთიანა საქართველო, იმიტომ წამიერად,რომ წაგებისთანავე, ჩვენ დავიწყედ დამნაშავეების ძებნა, სასულიერო პირებმა სატანისტური მოტივები დაიწუნეს, თუმცა სატანისტური სკამაოები, რომლებმაც ნოდიკოს და სოფოს წარმატებას, იმავე კონკურსზე, ხაზი გადაუსვეს, არ გახსენებიათ... დამნაშავე ვარ მე და შენ, რომ ჩვენი ქალაქი ჩამქრალი და დაბეჩავებულია, ეს იყო ხალხის არჩევანი.... ზუსტად ვიცი, ჩვენ არ გველოდება გამარჯვება არსად, სანამ მანამ არ გვეყოლება ისევ ნიჭიერი "გიჟი" ქვეყნის სათავეში და არ დაგვაჯერებს ჩვენ, რომ სინგაპური ვართ, ვართ ევროპა და პროგრესი, მერე ამას მართლა მთელი მსოფლოი დაიჯერებს!!!! ნინას გამოსვლა, მაგარი და განსხვავებული იყო, მივბაძავ ნინას და მეც განსხვავებული ვიქნები, მე მიყვარს საქართველო და მჯერა, რომ მართლაც ნიჭიერები და კარგები ვართ და ოდესმე როგორც ერთ დღეს უშუქობა წავიდა ჩვენი ქვეყნიდან, ასევე წავა წარუმატებლობაც...", - წერს ნუკი.

იხილეთ ასევე: ნუკი კოშკელიშვილი ნინა სუბლატს გამარჯვებაში ეხმარება

"ეს პირდაპირი შედეგია ქვეყნის გაბანძების შედეგად, საერთაშორისო პოზიციების გაუარესების" - სააკაშვილი "ევროვიზიას" ეხმაურება

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს