"ფული უნდა დაგეხარჯა, ჟმოტ!" - გიორგი კორახაშვილი "ევროვიზიის" შედეგებში დამნაშავედ "ქვეყნის მფლობელ მილიარდერს" მიიჩნევს

"ფული უნდა დაგეხარჯა, ჟმოტ!" - გიორგი კორახაშვილი "ევროვიზიის" შედეგებში დამნაშავედ "ქვეყნის მფლობელ მილიარდერს" მიიჩნევს

ბიზნესმენი და მომღერალ ნინო ჩხეიძის მეუღლე, გიორგი კორახაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე "ევროვიზიის" შედეგებს ეხმაურება.

"ძალიან დიდი პოლემიკაა ევროვიზიის პოლიტიკურობაზე)) ძალიან მიკვირს "მრავალმხრივ განვითარებული ერისგან" ერთი და იგივე ადგილის ტკეპნა. დიახ ნებისმიერი ამ დონის ღონისძიება, როგორც სპორტში, ასევე შოუ-ბიზნესში, დაკავშირებულია პოლიტიკასთან და უნდა გყავდეს ძლიერი მთავრობა, რომ იმუშაოს ამ მიმართულებით; დიახ, რომ მოიგო, აუცილებლად უნდა დახარჯო ფული და არ უნდა იყო ჟმოტი, ან ფეხზე არ უნდა გეკიდოს შენი ქვეყანა, კულუარებში უნდა ამუშაო სტაფი, მთელი წლის მანძილზე პრომოუშენი და მარკეტინგი უნდა ატარო ევროპის ქვეყნებში, ვიღაცა მოისყიდო, ვიღაცას საჩუქარი გაუკეთო. მოკლედ ნუ დავიდებილებთ თავს )) ფული უნდა დაგეხარჯა, ჟმოტ!!! :)))

მილიარდერი არასოდეს არ ყოლია ქვეყანას მფლობელი, ამ იმიჯით რომ აზიხარ ქვეყანას კეთილი უნდა ინებო და ესეთ რამეში წელიწადში ერთხელ უნდა სანახაობა მაინც აჭამო ერს, პურზე აღარაფერს ვამბობ", - წერს ბიზნესმენი.

იხილეთ ასევე: "ეს პირდაპირი შედეგია ქვეყნის გაბანძების შედეგად, საერთაშორისო პოზიციების გაუარესების" - სააკაშვილი "ევროვიზიას" ეხმაურება

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს