ნუგზარ წიკლაური: "ემოციურად არ არის ადვილი უპასუხისმგებლო გადაწყვეტილების შეფასება"

ნუგზარ წიკლაური: "ემოციურად არ არის ადვილი უპასუხისმგებლო გადაწყვეტილების შეფასება"

ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წევრის გადაწყვეტილებას პარტიის დატოვების შესახებ ნუგზარ წიკლაური ფეისბუქის პირად გვერდზე ეხმუარება:

"ემოციურად არ არის ადვილი ჩვენი ყოფილი თანამებრძოლების მოულოდნელი და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილების შეფასება.

უბრალოდ, წესიერება მოითხოვდა, რომ ღიად და პატიოსნად ეთქვათ უკმაყოფილების მიზეზების შესახებ და საკუთარ პარტიაში პარტიზანული მოძრაობა არ წამოეწყოთ.

როგორც ჩანს, ელემენტარულ ეთიკაზეც განსხვავებული წარმოდგენები გვქონია.

მთავარი სათქმელი ის არის, რომ ეს ხალხი ბრძოლიდან გავიდა.

არ ვიკადრებ იმაზე სპეკულაციას, რამდენად მონაწილეობდა ამ გადაწყვეტილების მიღებაში ხელისუფლება, თუმცა ერთი რამ სავსებით ნათელია: ოთხივე წასული დეპუტატი მოემსახურა ივანიშვილის ინტერესს.

ეს ადამიანურად არის ძალიან სამწუხარო, თორემ პოლიტიკური თვალსაზრისით დრამატული არ არის.

ბრძოლა გაგრძელდება და ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ ბრძოლიდან გაქცეულების გარეშეც", - წერს წიკლაური.

იხილეთ ყველა სიახლე ტეგზე: "ნაციონალური მოძრაობა"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს