მსოფლიოს 25 ქვეყნის ახალზარდები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ

მსოფლიოს 25 ქვეყნის ახალზარდები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, დღეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერი აქციის ფარგლებში მსოფლიოს 25 ქვეყანა გაერთიანდა. "აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოა! მსოფლიო მხარს უჭერს საქართველოს" - ინგლისურ ენაზე ამ წარწერითა და საქართველოს რუკის გამოსახულებიიანი პოსტერებით ხელში ახალგაზრდებმა ფოტოები გადაიღეს და სოციალურ ქსელში ატვირთეს. იდეის ავტორი არასამთავრობო ორგანიზაცია "ქართული პროექტია". ამ აქციით ისინი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ და ყოველგვარი აგრესიის გარეშე, მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას გამოხატავენ.

"აღსანიშნავია, რომ პროექტში მონაწილეობის სურვილი რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებმაც გამოთქვეს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ამ სახელმწიფოში ცხოვრობს საკმაოდ ბევრი ადამიანი, რომლიც არ უჭერს მხარს რუსეთის აგრესიულ საგარეო პოლიტიკას და აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას", - აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ირაკლი შუბითიძე.

აქციაში მონაწილეობა 25-ზე მეტი ქვეყნის 35-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო.

იხილეთ ფოტოგალერეა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს