გოგა ხაჩიძე განცხადებას ავრცელებს - "მოვისმინე მრავალი შეფასება, ცოტაც - იაფფასიანი სისულელე"

გოგა ხაჩიძე განცხადებას ავრცელებს - "მოვისმინე მრავალი შეფასება, ცოტაც - იაფფასიანი სისულელე"

"ნაციონალური მოძრაობის" უკვე ყოფილი წევრი, გოგა ხაჩიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე განცხადებას ავრცელებს.

"მეორე დღეა მოთმინებით ვადევნებ თვალს იმ გამოხმაურებას, რომელიც ჩემი და ჩემი კოლეგების "ნაციონალური მოძრაობადან'" წამოსვლას მოჰყვა.

უამრავი პატივსაცემი და გასათვალისწინებელი აზრი მოვისმინე, მრავალი შეფასება, ბევრი ვარაუდი და ცოტაც - იაფფასიანი სისულელე.

ხვალ, როგორც შეთანხმებულები ვიყავით, გამოვაქვეყნებთ განცხადებას და გავაკეთებთ საჯარო განმარტებას იმ მიზეზებზე, რის გამოც რეალურად გადავდგით ეს, არც თუ ისე მარტივი და კარგად გასააზრებული ნაბიჯი.

როგორც გუშინ ზურა ჯაფარიძემ ხაზგასმით აღნიშნა - "ჩვენთვის არ შეცვლილა ღირებულებები, არც ქვეყანაში არსებული რეალობის აღქმა, არც პოლიტიკური ხედვები და არც პოლიტიკური მოწინააღმდეგე."

დანარჩენს უახლოესი მომავალი გვაჩვენებს.

წინ მნიშვნელოვანი საქმეებია.

პატივისცემით", - წერს გოგა ხაჩიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს