კახა ბენდუქიძის ქალიშვილი ანასტასია, საქართველოს მოქალაქეობას ითხოვს

კახა ბენდუქიძის ქალიშვილი ანასტასია, საქართველოს მოქალაქეობას ითხოვს

კახა ბენდუქიძის ქალიშვილი, ანასტასია გონჩაროვა, რომელიც ამჟამად რუსეთში ცხოვრობს, "ფეისბუქის" გვერდზე აცხადებს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გადაწყვიტა, საქართველოს მოქალაქეობაზე შეეტანა განაცხადი:

"ისტორიული დღეა - საქართველოს მოქალაქეობაზე განაცხადი შევიტანე! გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!" - წერს ანასტასია.

შეგახსენებთ, რომ კახა ბენდუქიძე რუსი ჟურნალისტისა და ხელოვნებათმცოდნე ნატალია ზოლოტოვაზე იყო დაქორწინებული. მათ 1999 წელს იქორწინეს. ნატალია ზოლოტოვასთვის ეს მეორე ქორწინება იყო და წინა ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს. მისი პირველი მეუღლე გარდაიცვალა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს