გაცისკროვნებულ პრემიერს უთქვამს-"გილოცავთ დაშლასო" - ეკა ხერხეულიძე 26 მაისს მომხდარ ისტორიას ყვება

გაცისკროვნებულ პრემიერს უთქვამს-"გილოცავთ დაშლასო" - ეკა ხერხეულიძე 26 მაისს მომხდარ ისტორიას ყვება

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ეკა ხერხეულიძე "ფეისბუქზე" სტატუსს აქვეყნებს, რომელშიც, მისი თქმით, 26 მაისს, პრემიერ-მინისტრსა და მის მეგობარს შორის საუბრის შინაარსია გადმოცემული.

"დღევანდელ სეირნობაზე ღარიბაშვილს გადააწყდა ჩემი მეგობარი. გაცისკროვნებულ პრემიერს უთქვამს - "გილოცავთ დაშლასო"(აბა, დამოულიდებლობის დღე რომ არ აცისკროვნებდა, თქვენც იცით) ჰო და, ვინმე მსტოვარი იქნებით მაგ "დიდი კაცის" და გადაეცით ჩემგან:

თქვე დაშლილებში შეგროვილებო, მანამდე არაფერი გეტკინათ, სანამ "ნაციონალურ მოძრაობას" რამე ავნოთ თქო. ისიც შეახსენეთ, ხელისუფლებაში ყოფნის პირველივე წელს რომ გაექცა მოკავშირეები და სხვა წკიპზე მყოფ წევრებსაც ლაგამი ამოსდოს, თორემ მე რა, ამ სერიალის ბოლო სერია ნანახი მაქვს" - წერს ხერხეულიძე.

ნახეთ უფრო მეტი თეგზე #კრიზისი ნაციონალებში

"ღრუბლების გავლით, ულამაზეს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში" - რა ფოტოს აქვეყნებს კარლ ჰარცელი "ტვიტერში"

"მე და კრავაიკო" - ანა დოლიძე შვილთან ერთად გადაღებულ უსაყვარლეს ფოტოს აქვეყნებს

"ჩემზე გასაგებია, მაგრამ ბავშვებმა რა დააშავეს? ძალიან სამწუხაროა" - რას საყვედურობს გიორგი უშიკიშვილი ეთნოგრაფიულ მუზეუმს?