"ღალატით, სიმხდალითა და შიშითაა გაჟღენთილი ოთხეული" - ჩიორა თაქთაქიშვილი ყოფილ თანამებრძოლებზე

"ღალატით, სიმხდალითა და შიშითაა გაჟღენთილი ოთხეული" - ჩიორა თაქთაქიშვილი ყოფილ თანამებრძოლებზე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი ე.წ. "ოთხეულზე" წერს, რომელმაც "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა:

"მარცხზე პასუხისმგებლობა იქნებ მის აღმასრულებელ მდივანს აეღო, თითქმის ერთი წელი ვერავითი განახლების აჯენდა რომ ვერ შესთავაზა პარტიას და მის მხარდამჭერებს?

თუ ქვეყნიდან განდევნილი მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვენ?! თუ თვლიან, რომ მიშაა დამნაშავე და პარტიას საყვედურობენ, მიშას რატომ არ გაემიჯნა, რატომ ვერ ბედავენ ამის თქმას? ეშინიათ, რომ ენმ-ს ამომრჩევლების მხარდაჭერას დაკარგავენ, არა?

ჰოდა, ღალატით, სიმხდალითა და შიშითაა გაჟღენთილი 4-ეულის ეს უპასუხისმგებლო წამოწყება. და ამთავითვე მარცხისთვისაა ის განწირული.

"მარცხზე პასუხისმგებლობის აღება და პოლიტიკური მოძრაობის განახლება დამკვიდრებული პრაქტიკაა განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში. მესამე გამოცდა ენმ-მა ვერ ჩააბარა", - ზ. ჯაფარიძესთან", - წერს ჩიორა.

შეგახსენებთ, რომ პავლე კუბლაშვილმა, ზურაბ ჯაფარიძემ, გოგა ხაჩიძემ და გიორგი მელაძემ "ნაციონალური მოძრაობა" რამდენიმე დღის წინ დატოვეს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს