"რომ ღლიცინებთ, აი, მაგ ხალხს მინდა გითხრათ, თქვე დედა დიდხანსაცოცხლებო!.." - გიორგი სიგუა ჭიკაიძის პოპულარულ ფოტოზე

"რომ ღლიცინებთ, აი, მაგ ხალხს მინდა გითხრათ, თქვე დედა დიდხანსაცოცხლებო!.." - გიორგი სიგუა ჭიკაიძის პოპულარულ ფოტოზე

სულ ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ალექსანდრე ჭიკაიძის ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რაც იმ ფაქტორმაც განაპირობა, რომ თანამდებობის დატოვების შემდეგ ის, ფაქტობრივად, არც ტელევიზიით და არც პრესაში არ გამოჩენილა. გამოხმაურებებს შორის ზოგი ცინიკური და ნეგატიური კომენტარიც იყო, რამაც გიორგი სიგუა გააღიზიანა და საკუთარი აღშფოთება Facebook-ზე დააფიქსირა.

Facebook/გიორგი სიგუა:

"კარგა ხანია არ ვერევი და არ ვაკომენტარებ ასეთ საზიზღრობებს, მაგრამ არ შემიძლია არ ვთქვა.

გახდა, წვერი გაუშვა და ლამბერსექსუალის იმიჯი მოირგოო რომ ღლიცინებთ, ინფორმაციის და სავარაუდოდ, ფოტოს ავტორის წაქეზებით, აი, მაგ ხალხს მინდა გითხრათ თქვე დედა დიდხანსაცოცხლებო!

ამ კაცს ძალიან ახალგაზრდა ასაკში გარდაეცვალა ასევე ახალგაზრდა დედა! წყნარად, მშვიდად და სკანდალების გარეშე დატოვა მინისტრის პორტფელი, არსად ცხვირს არ ყოფს, არ იჯგიმება და არავის ხელს არ უშლის, არის თავისთვის და განიცდის თავის უბედურებას, სდიეთ ახლა პაპარაცებივით და ილამბერეთ და იღლიცინეთ, დიდხანს გიმყოფოთ დედები ღმერთმა!", - წერს სიგუა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს