დღის ფოტო: მაკა ჩიჩუა ჩვილ ბავშვთა სახლში

დღის ფოტო: მაკა ჩიჩუა ჩვილ ბავშვთა სახლში

1949 წლის ნოემბერში, ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე დააწესა, რომელიც 1950 წლიდან ყოველ 1 ივნისს, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება, მათ შორის საქართველოშიც.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, ნოდარ დუმბაძის მიერ დაარსებულ ბავშვთა ქალაქ "მზიურში" აღნიშნეს, სადაც ამ დღესთან დაკავშირებით ყოველწლიური "მზის ფესტივალი" გაიმართა.

ამასთან ერთად, საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა ჩვილ ბავშვთა სახლს ეწვია და სახლის აღსაზრდელები მოინახულა. მას მასპინძლობა ბავშვთა სახლის დირექტორმა დავით პავლიაშვილმა გაუწია. პირველმა ლედიმ არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და მიმდინარე საკითხებს გაეცნო.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს