მარიხუანის მოწევისთვის აპატიმრებენ, იმიტომ რომ უფრთხილდებიან მომავალი თაობის ჯანმრთელობას, ამაზე მეტი ცინიზმი გაგიგონიათ? - გოგი გვახარია

მარიხუანის მოწევისთვის აპატიმრებენ, იმიტომ რომ უფრთხილდებიან მომავალი თაობის ჯანმრთელობას, ამაზე მეტი ცინიზმი გაგიგონიათ? - გოგი გვახარია

ქართველი ხელოვნებათმცოდნე, ჟურნალისტი და კრიტიკოსი გოგი გვახარია, "ფეისბუქზე" მარიხუანას დეკრიმინალიზაციის თემას ეხება:

"თურმე მარიხუანის მოწევისთვის აპატიმრებენ იმიტომ რომ უფრთხილდებიან მომავალი თაობის ჯანმრთელობას. ამაზე მეტი ცინიზმი გაგიგონიათ? და რეაქცია არა აქვს საზოგადოებას. ჩვეულებრივად აგრძელებს ცხოვრებას და ტელევიზორს უყურებს.

ჰო, ტელევიზორს!

"მომავალი თაობის ჯანმრთელობისთვის" რა კეთდება რო? აუზზე ვერ წავა, კაფეში ვერ დაჯდება. არა კარგი კონცერტი, კარგი ფილმი. უფრო მეტიც, პარკშიც ვერ წავა და სკამზე, შეყვარებულს ვერ აკოცებს. თანაც, პარკი სადღაა რო?

ვერ გაისეირნებს, რადგან ქალაქი აყროლებულია ბენზინის სუნით. ეს თბილისში. რეგიონებში რა ხდება, ეგ კიდევ ცალკე ამბავია. ჯოჯოხეთის სურათი თუ გინდა ნახო, გაიარე საქართველოს რეგიონებში და ნახე როგორ ცხოვრობს ახალგაზრდობა

რა უნდა გააკეთოს? გამოსკდეს იაფფასიანი არყით, ანდა... უყუროს ტელევიზორს" - წერს გვახარია.

შეგახსენებთ, რომ 2 ივნისს, კანცელარიასთან შეკრებილმა საზოგადოებამ მარიხუანას დეკრიმინალიზაცია მოითხოვა. თუმცა, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მარიხუანას დეკრიმინალიზაციის კატეგორიული წინააღმდეგია. როგორც პრემიერმა განაცხადა, ეს იქნება საქართველოს ნარკოპოლიტიკის აბსოლუტურად გადახედვა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს