"ჯონი დეპი ჰოლივუდში გავიცანი..." - რას იხსენებს ია ფარულავა იუბილარი ვარსკვლავის შესახებ

"ჯონი დეპი ჰოლივუდში გავიცანი..." - რას იხსენებს ია ფარულავა იუბილარი ვარსკვლავის შესახებ

დღეს ჯონი დეპის დაბადების დღეა. მსახიობს 52 წელი შოუსრულდა. ამასთან დაკავშირებით ია ფარულავას ოფიციალურ გვერდზე მსახიობების ერთობლივი ფოტო ქვეყნდება.

"ჯონი დეპი ჰოლივუდში გავიცანი, მის პრესკომფერენციაზე, იმ პერიოდში "ედ ვუდში" იღებდნენ. ახალი ნაყიდი ჰქონდა სახლი ჰოლივუდის მთებში, სანსეტის ბულვარის თავზე, ბელა ლუგოზის სახლი, ის, ვინც დრაკულას თამაშობს, საათიანი სახლი იყო, ჩაბნელებული, შავი ფარდებით, საძინებელიც კი ისეთი საშიში იყო გეგონება კუბოში სძინავსო. სასტუმრო "სანსეტ მარკში" ხშირად იკრიბებოდნენ "ტუსოვშიკები"და ჰოლივუდურ "ტუსოვკებზე" ერთად დავდიოდით. იმ პერიოდში ქეით მოსთან ჰქონდა დიდი რომანი ჯონის. ია ფარულავა, გადაცემა "პორტრეტი" 2015", - აღნიშნულია ფარულავას ოფიციალურ "ფეისბუქ-გვერდზე".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს