"ვიყავი იქ სამ საათზე მეტ ხანს და ჩემი თვალით ვუყურებდი, რა სიტუაცია იყო" - სტიქიის უშუალო მონაწილის თვალით დანახული ტრაგედია

"ვიყავი იქ სამ საათზე მეტ ხანს და ჩემი თვალით ვუყურებდი, რა სიტუაცია იყო" - სტიქიის უშუალო მონაწილის თვალით დანახული ტრაგედია

ფეისბუქის ერთ-ერთი მომხმარებელი გიორგი ამაშუკელი, გუშინ თბილისში სტიქიის შედეგად განვითარებულ მოვლენებზე სტატუსს აქვეყნებს:

"პირველ რიგში მინდა მივმართო ჩემ მეგობრებს და შემდეგ ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს ყველაფერი ტელევიზორში ნახა საინფორმაციოში ან მსგავს რამე იტრიგნულ საიტზე წაიკითხა. მე უშუალოდ ვიყავი იქ 3 საათზე მეტ ხანს და ჩემი თვალით ვუყურებდი, რა სიტუაცია იყო. სრულიად აპოლიტიკური ვარ ამ შემთხვევაში და მიუკერძოებელი. მეტსაც გეტყვით, არ მომწონს ეს მთავრობა, მაგრამ ეხლა ეს ყველაფერი რომ ჩემი თვალით არ დამენახა, არ დავიწყებდი სამართალდამცავების ჩვენი მაშველების და ყველა იმ ადამიანის დაცვას, რომელიც გუშინ მთელი ღამე მუშაობდა და ყველაფერს აკეთებდა. ლაიქების გროვება თქვენს კომენტარებზე სხვა დროისკენ შემოინახეთ. ეცით პატივი დაღუპულთა ოჯახებს როგორც დაზარალებულების მხრიდან, ასევე მაშველების და სხვა სტრუქრურებიდან დახმარების დროს გარდაცვლილებს. ტელევიზიას საერთოდ ეძინა გუშინ 3 საათის განმავლობაში. არც ერთი ტელევიზია არ დამინახავს საერთოდ არც ზოოპარკთან არც სხვა ადგილებში. ყველა წერტილი ფეხით მოვიარეთ მე და ჩემმა მეგობრებმა...

ეხლა უშუალოდ რასაც ჩემი თვალით ვხედავდი ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ზემოდან: მაშველები და სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლები ვერაფრით ვერ უდგებოდნენ ხალხს, რომელიც იყო მოხვედრილი წყალსა და გაგიჟებულ შეშინებულ ცხოველებს შორის. პირველ რიგში ცხოველებს იმიტომ ესროდნენ, რომ ხალხს ესხმოდნენ თავს, რომლებიც ტრასაზე იყვნენ გაჭედილები და არა იმიტომ, რომ ცხოველები არ უყვართ და დაუნდობლები არიან. მსგავსი რაღაცები ამოვიკითხე სხვადასხვა პოსტებში. სხვა გამოსავალი არ იყო - ან ცხოველები უნდა დაეძინებინათ შეძლებისდაგვარად ან მოეკლათ, ან ეს დამფრთხალი ცხოველები დაგლეჯდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც ორ ცეცხლ შუა იყვნენ წყალსა და გაგიჟებულ მტაცებელ ცხოველებს შორის.

მინდა მადლობა მოვუხადო ყველა იმ სტრუქტურის მუშაკს, რომელიც გუშინ ყველაფერს აკეთებდა გვიან ღამემდე და დღესაც მთელ ქალაქს წმინდავენ. ნუ იქნებით ხალხნო უმადურები და დაუნახავები. ნუ დაწერთ იმის შესახებ, რაც ზუსტად არ იცით ან ცხელ გულზე მოროშავთ!!!

მე ამას არ ვიტყოდი, ვიმეორებ, ჩემი თვალით რომ არ მენახა" - ნათქვამია სტატუსში.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს