"ნეტავ, ვის ეძებს მამაო?!" - დაკარგულ ივლიტა ჯიბუტს მამა ეძებს

"ნეტავ, ვის ეძებს მამაო?!" - დაკარგულ ივლიტა ჯიბუტს მამა ეძებს

თბილისში 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად, ადიდებულმა მდინარე ვერემ 24 წლის ივლიტა ჯიბუტი გაიტაცა. ივლიტა მეუღლესთან და ახლობელ გოგონასთან ერთად ვერეს ხეობაში ცხოვრობდა.

მდინარის ადიდების დროს ივლიტა მეუღლესთან და მეგობართან ერთად თავის გადასარჩენად სახლის სახურავზე ავიდა, თუმცა, მოვარდნილმა ნიაღვარმა სამივე გაიტაცა. მისი მეუღლის გადარჩენა მაშველებმა შეძლეს. ივლიტას და ორი გოგონას ძებნა კი ამ დრომდე გრძელდება.

ივლიტა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტიდანაა და ის მთაწმინდის ტაძრის წინამძღვრის, მამა გიორგის ქალიშვილია.

ივლიტას მამის სურათები თამაზ ელიზბარაშვილის "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა სათაურით: "ნეტავ ვის ეძებს მამაო?!", მისი ვინაობის შესახებ მოგვიანებით, კომენტარებიდან გახდა ცნობილი.

sos@ambebi.ge: AMBEBI.GE სტიქიის შედეგად დაკარგული ადამიანების ახლობლებს მიმართავს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს