"ამ დღის მერე მეც გვამი ვარ" - ინდირა ზარანდიას შეყვარებული პოსტს აქვეყნებს

"ამ დღის მერე მეც გვამი ვარ" - ინდირა ზარანდიას შეყვარებული პოსტს აქვეყნებს

თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგონას, ინდირა ზარანდიას შეყვარებული "ფეისბუქზე" პოსტს აქვეყნებს და საკუთარ ისტორიას ყვება.

"ყველამ ვინც მე მიცნობს იცის რომ ცხოვრებაში არ დამიპოსტავს. ახლა ალბათ იმიტომ, რომ ემოციებისგან ცოტათი მაინც დავიცალო და ყველას დაგანახოთ ჩემი თვალით დანახული ინდირა, რადგან ინდირა მხოლოდ ჩემთან იყო ისეთი ინდირა, როგორი ირაკლიც ვიყავი მე მხოლოდ მასთან. ინდირა იყო ზე ადამიანი ყველაზე კეთილი, მზრუნველი, თბილი და მოსიყვარულე ყოველდღე ცდილობდა ყველა და ყველაფერი უკეთესობისკენ შეეცვალა. საოცარი ცხოვრების ნიჭით იყო დაჯილდოებული.

პირადად ჩემთვის ინდირა იყო იმედი, სიყვარული, ფიქრი, ოცნება მოკლედ ყველა ის გრძნობა რაც ადამიანს ადამიანად ხდის და ეს ყველაფერი 14 ივნისის საბედისწერო ღვარცოფმა გაატანა წყალს ჩემს ინდირასთან ერთად. ამ დღის მერე მეც გვამი ვარ უფრო სწორად მოსიარულე გვამი.. მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩვენ ისევ შევხვდებით სხვა ცხოვრებაში რადგან შეუძლებელია ადამიანმა თავის სულის ნაწილს ვერ მიაგნოს შენ კი ჩემი სრულფასოვანი ნახევარი იყავი, მართალია ამ ცხოვრებაში 21 წელი დამჭირდა შენს საპოვნელად და სულ რაღაც წელიწადსა და სამ თვეში დაგკარგე. თუმცა, წინ ბევრი სხვა ცხოვრება გვაქვს. მიყვარხარ და მეყვარები ჩემო პატარა" - წერს ირაკლი.

შეგახსენებთ, რომ ინდირას ცხედარი მაშველებმა რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ, 14 ივნისს იპოვეს. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მის ცხედარს "მზიურის" პარკთან მიაკვლიეს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს