"ფული რომ მომაწოდეს, გაბრაზებულმა შევხედე - თქვენ ახლა მე ფულს გამოგართმევთ?" - ყველა კეთილშობილი ადამიანი იმდენ კარგ საქმეს აკეთებს, რამდენიც შეუძლია

"ფული რომ მომაწოდეს, გაბრაზებულმა შევხედე - თქვენ ახლა მე ფულს გამოგართმევთ?" - ყველა კეთილშობილი ადამიანი იმდენ კარგ საქმეს აკეთებს, რამდენიც შეუძლია

"ფეისბუქის" ერთ-ერთი მომხმარებელი ნინო ლაბარტყავა სტატუსს აქვეყნებს, რომელიც უკანასკნელი დღეების განმავლობაში ტაქსის მძღოლების მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს უკავშირდება:

"ერთი ამბავი მინდა გითხრათ და იმედია, სწორად გამიგებთ...

მამაჩემი მეორე ჯგუფის ინვალიდია, გული აწუხებს და ფიზიკურად მუშაობა არ შეუძლია. ხანდახან გადის ხოლმე მანქანით და ტაქსაობს, მაინც ვერ ჩერდება სახლში უქმად... ამ ორი დღის განმავლობაში ძალიან აქტიურად გადიოდა სახლიდან მანქანით სატაქსაოდ, მაგრამ ფული არ მოჰქონდა არაფერი - მგზავრები არ მყავდაო, იძახდა. დღესაც რომ მოვიდა, ლაზარეს მარტო ნაყინი მოუტანა და დედაჩემმა უსაყვედურა - თუ ხალხი არ არის, რაღატომ იკლავ თავს, რატომ გადიხარო... ხოდა, ბოლობოლო მამას წამოცდა: - დღეს ორი ახალგაზრდა ბიჭი წამოვიყვანე გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლებაზე, მითხრეს - 3 ლარს მოგცემთო და არაფერი მითქვამსო. მივიყვანე სადაც უნდოდათ და ფული რომ მომაწოდეს გაბრაზებულმა შევხედე - თქვენ ახლა მე ფულს გამოგართმევთო? თქვენ გაიხარეთ ასეთი მაგარი ბიჭები რომ ხართო და გადავკოცნე ორივეო. გაოცებული სახეებით მიყურებდნენო და მეუბნებოდნენ - შენნაირები კიდევ არსებობენო?..

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, აღმოჩნდა, რომ მამაჩემს ეს ორი დღე ყველა ის მგზავრი, რომელიც სტიქიით დაზარალებულ უბნებთან უსხდებოდა მანქანაში, უფასოდ გადაჰყავდა... მე რომ არ ჩავძიებოდი წეღან, კიდე არ იტყოდა ამას...

აი, ასეთი მაგარი მამა მყავს მე, რომელიც ძალიან მეამაყება!!! და სულაც არ არის ყველა ტაქსისტი სალანძღავი!!! ყველა კეთილშობილი ადამიანი იმდენ კარგ საქმეს აკეთებს, რამდენიც და როგორც მას ეს შეუძლია!

პ.ს. - ახლა რომ გამიგოს მამაჩემმა, რომ ამ სტატუსს ვწერ, ძააააააან გამიბრაზდება ხოდა, ამას თქვენ საიდუმლოდ გიყვებით

მამა, მე შენ მიყვარხარ"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს