54 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, 80 წელს გადაცილებულმა გეი წყვილმა იქორწინა

54 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, 80 წელს გადაცილებულმა გეი წყვილმა იქორწინა

ამერიკაში, ტეხასის შტატში, სადაც კონსერვატორული შეხედულებით გამოირჩევიან, ერთსქესიანი ქორწინების დაკანონების შემდეგ, პირველმა გეი წყვილმა იქორწინა. ახლად შეუღლებულები 82 წლის ჯორჯ ჰარისი და 85 წლის ჯეკ ევანსი არიან. წყვილი  უკვე 54 წელია ერთად ცხოვრობს, თუმცა, საკუთარი ურთიერთობის დაკანონებას აქამდე ვერ ახერხებდა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთელი მასშტაბით, ერთი სქესის პირებს შორის ქორწინება გუშინდელი დღიდან ლეგალური გახდა. აღმასრულებელმა სასამართლომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება და ამერიკის 50-ვე შტატში გეი ქორწინება კანონიერად გამოაცხადა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს