"თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა, 18 წლის წინ დარგული ნარგავების გამო, პენსიონერს 10 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა"

"თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა, 18 წლის წინ დარგული ნარგავების გამო, პენსიონერს 10 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა"

ფეისბუქის ერთ-ერთი მომხმარებელი მარიამ ბახტაძე, პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ პენსიონერს, 18 წლის წინ დარგული ნარგავების გამო, თბილისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა 10 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა:

"ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა პენსიონერ ადამიანს 10 000 (ათი ათასი) ლარი ჯარიმა დააკისრა თბილისში 18 წლის წინ დარგული ნარგავების გამო!!! 18 წლის წინ, როცა ჩემი ოჯახი საცხოვრებლად დიდ დიღომში გადმოვიდა, აქ რამდენიმე კორპუსის გარდა არაფერი იყო. მოსახლეობამ ქარებისგან თავდაცვის მიზნით მცენარეული საფარის გაშენებას მიყო ხელი და თუ დღეს აქ მწვანე საფარი არსებობს ეს არც ერთი ხელისუფლების დამსახურება არაა, ეს სწორედ ამ ადამიანების დამსახურებაა... მათ შორის იყო მამაჩემიც, დემურ ბახტაძე. მახსოვს მისი გაოცებული სახე, როცა ერთ დღეს მის მიერ დარგული ნაძვის ხე მოჭრილი დახვდა (ოთხმოცდაათიანების მიწურული იყო, ახალი წელი ახლოვდებოდა..).

საჭირო იყო ნარგავების დაცვა, ამიტომაც ტერიტორიის დაზიანებიგან დაცვა ვარდის ბუნებრივი ღობით გადაწყვიტა.. მომდევნო 18 წლის განმავლობაში ეს ადგილი არავის გახსენებია, ტერიტორია ხელს არავის უშლის...ამ ამბავს თან სურათსაც ვურთავ ყველასთვის გასაგები რომ იყოს რაზეა საუბარი (წითელი რგოლით მოხაზულია სადავო ტერიტორია). ბევრი რომ არ გავაგრძელო, რამდენიმე დღის წინ მერიის ზედამხედველობის სამსახურმა 76 წლის მამაჩემი დააჯარიმა 10 000 ლარით (!!!). მიზეზი - 'მავთულხლართის ღობის მოწყობა შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე'. იმედია, მერიის თანამშრომლებმა ქალაქის განვითარების უახლესი ისტორია იციან, მაგრამ მაინც, ცნობისათვის განვმარტავ: ასეთი ტერიტორიები უამრავია ქალაქში, მე თავად ვარ მომსწრე როგორ გამოკვება დიდი დიღმის მოსახლეობა ამავე ტერიტორიაზე მოყვანილმა კარტოფილმა. დასახლება ამ ტერიტორიაზე 90იანი წლების დასაწყისში დაიწყო, მოსახლეობას შიმშილისგან თავი უნდა გადაერჩინა...

ხოდა მოკლედ, ჩემო ძვირფასო თბილისის მერია და საკრებულო, წარმოგიდგენიათ ამ მანკიერი კანონის აღსრულებას რა მოყვება? გესმით როგორ კაბალურ პირობებში აგდებთ საკუთარ მოქალაქეებს? გაცნობიერებული გაქვთ კი, რომ თქვენი ფუნქცია მოქალაქეების ყვლეფა კი არა მათი ხელშეწყობაა?! მე მერიაში უკვე შევიტანე საჩივარი ყველა დოკუმენტაციით. აქ, ამ საჯარო სივრცეში მხოლოდ ერთს ვითხოვ, შეხვდეს ქალაქ თბილისის მერი, ბატონი დავით ნარმანია მამაჩემს და თავად განუმარტოს მისი უწყების გადაწყვეტილების გონივრულობა.

ნუ დაგავიწყდებათ ბატონო დავით, რომ მოქალაქეებთან დიალოგი თქვენი პირდაპირი მოვალეობაა, ამ მოთხოვნით თქვენს სახელზე ოფიციალურადაა შემოსული წერილი მერიაში, გთხოვთ რეაგირებას!!" - ნათქვამია პოსტში.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს