"ვერემ წაგვლეკა! ლარი გაიქცა! ქალაქი დაიქცა! ჰაერი ამოიწურა! ერი ამ დროს ოკეანის გადაღმა ერთსქესიანებზე ღელავს"

"ვერემ წაგვლეკა! ლარი გაიქცა! ქალაქი დაიქცა! ჰაერი ამოიწურა! ერი ამ დროს ოკეანის გადაღმა ერთსქესიანებზე ღელავს"

ხელოვნებათმცოდნე თამარა ამაშუკელი, ფეისბუქზე სტატუსს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს მოსახლეობას ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდებს:

”isis გვიახლოვდება!

ვერემ წაგვლეკა!

ლარი გაიქცა!

ქალაქი დაიქცა!

ჰაერი ამოიწურა!

ბიუჯეტი დასეკვესტრდა!

შუშის კაცმა აიშვა!

პანორამა თბილისი ჩაეშვა!

"მანჰეტენი" დაგვაცხრა!

ბილეთი ვერ გაგვიყიდია!

საკუთარი "წვლინტიანი" მდინარისთვის ვერ მოგვივლია!

ზოოპარკში ცხოველი ვერ დაგვითვლია!

წვიმისგან კი არა ერთი კარგი შიდა უბნური წუწაობისგან ქალაქი გვეტბორება და ერი ამ დროს ოკეანის გადაღმა ერთსქესიანებზე ღელავს, აი ვინ გეკითხებათ , ვაი ჩვენს პატრონს!” - წერს ამაშუკელი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, აღმასრულებელმა სასამართლომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება და ამერიკის 50-ვე შტატში გეი ქორწინება კანონიერად გამოაცხადა. ამ ფაქტთან დაკავშირებით ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ შემდეგი განცხადება გააკეთა: "ეს ნაბიჯი დიდი გამარჯვებაა ჩვენი ქვეყნისთვის, ამ გადაწყვეტილებით ხაზი ესმევა იმას, რისიც მილიონობით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს ღრმად სწამს: როდესაც ყველა ამერიკელი თანასწორი იქნება, უფრო მეტად შევიგრძნობთ თავისუფლებას".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს