ანი ნადარეიშვილის მიმართვა ინგა გრიგოლიას თეთრაძის შესახებ სიუჟეტზე და მასალის ავტორის პასუხი

ანი ნადარეიშვილის მიმართვა ინგა გრიგოლიას თეთრაძის შესახებ სიუჟეტზე და მასალის ავტორის პასუხი

"იმედის კვირაში" პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის საქმის შესახებ გასულ სიუჟეტს, სადაც ბაჩანა ახალაიას ბრალეულობასთან დაკავშირებით იყო საუბარი, სოციალურ ქსელში თავდაცვის ყოფილი მინისტრის მეუღლე ანი ნადარეიშვილი გამოეხმაურა.

"ინგა გრიგოლია, ეს მარაზმი როდის უნდა დაამთავროთ, ამდენი ტყუილი უკვე ძალიან შეურაცხმყოფელია. ვითანამშრომლეთ თქვენთან, მოგეცით უამრავი მასალა, მათ შორის როგორ მოხდა გარიგება ბედუკაძესა და პროკურატურას შორის, მოგეცით მასალა სადაც ფარული ჩანაწერებია და კარგად ჩანს როგორ არიგებენ მოწმეებს რა უნდა თქვან ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ, ბაჩომ კონკრეტულად გაგცათ დაწვრილებით ყველა თქვენს მიერ შეგზავნილ კითხვაზე პასუხი, რაც არ გაუშვით, იმიტომ რომ არ გაწყობთ. ის რომ ბაჩო ახალაიას მიესაჯა ბუნტის საქმეზე და ნავთლუღის სპეცოპერაციაზე არის უდიდესი ტყუილი და ცილისწამება, ბუნტში ბაჩო გამართლდა და ნავთლუღის სპეცოპერაციაზე არც ქონია ბრალი არასოდეს წაყენებული ვინაიადან საერთოდ არ აქვს შეხება ამ საქმესთან. რატომ შეუგზავნეთ ბაჩოს კითხვები თუ პასუხების გაშვებას არ აპირებდით? თუ ის პასუხები რაც ბაჩომ გაგცათ არ გაწყობთ ეტყობა ხო?

პირდაპირ გეტყვით, თქვენ ახლა სხედხართ მანდ სტუდიაში და ჭორაობთ და ეს არის ამაზრზენი!!!

პ.ს. შალვა რამიშვილი თქვენ ხართ ტუტუცი!!!

მივმართავ მთელ საქართველოს, მთელ საზოგადოებას, აბსოლუტურად ყველას, ასეთს თუ ისეთს, არააქვს მნიშვნელობა! ვინც აპირებთ მომავალში ისპეკულიროთ "თეთრაძის ე.წ. წამების" თემით, გთავაზობთ იაროთ სასამართლოზე, რომელიც არის საჯარო! წინააღმდეგ შემთხვევაში არ მივიღებ არც ერთი ადამიანის საწინააღმდეგო აზრს, იმიტომ რომ ეს ჭორაობები უკვე ყველა ზღვარს გადაცდა!!!

ასევე მივმართავ Imedi TV-ს, რომელიც არის დეზინფორმატორი, შეგნებულად ავრცელებს ტყუილებს და ყველა მათი სიუჟეტი არის მიკერძოებული და ტენდენციური - გაუშვით ეს სასამართლო პროცესები (რუსეთის ჯაშუშები vs ბაჩო ახალაია) მთლიანად თავიდან ბოლომდე უწყვეტად პირდაპირ ეთერში!!! რათა თქვენმა მაყურებელმა ნახოს სიმართლე! ნახოს საზოგადოებამ უპრეცედენტო საქმე, სადაც არცერთი მტკიცებულება და არც ერთი მოწმე არ არსებობს ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ, ხაზს ვუსვამ - ა რ ც ე რ თ ი!!!

და ბოლოს, მოვითხოვ მოეხსნას გრიფი საიდუმლო საქმეს "ჯაშუშები" და ხელმისაწვდომი გახდეს ყველასთვის, რათა ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს სპეკულირება ამ თემაზე, და ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს საზოგადოებამ ვინ იყვნენ ჩაპლიგინი,თეთრაძე, ლონდარიძე, გორელაშვილი, ტომაშუკი და სხვები", - დაწერა ანი ნადარეიშვილმა.

ნადარეიშვილის პოსტს სიუჟეტის ავტორი ბელა ზაქაიძე გამოეხმაურა:

"ქალბატონო ანი, არ ვაპირებდი რომ მეპასუხა მაგრამ ეს არის ამ თემასთან დაკავშირებით ჩემი თქვენდამი პასუხი და მეტს თქვენთან პოლემიკაში აღარ შემოვალ, მესმის რა რომ თქვენ მხარე ბრძანდებით და იცავთ მეუღლეს რომელიც დღესდღეობით ციხეშია. თქვენს მიერ მოწოდებული ლინკი სამწუხაროდ ექსკლუზივს არ წარმოადგენს და ეს ვიდეო მასალა youtube-ზე https://www.youtube.com/watch?v=68HR6w7svvg Feb 13, 2015 თარიღით არის ატვირთული, შესაბამისად ალბათ ხვდებით რომ ეს მასალა ჩვენთვის იყო ძალიან დაძველებული და პოლემიკით დიდი ხნის წინ გაცვეთილი. მე როგორც ჟურნალისტმა საჭიროდ აღარ ჩავთვალე დაძველებული ინფორმაცია ჩემს სიუჟეტში გამომეყემნებინა. რაც შეეხება ბაჩო ახალაიას ციხიდან გამოგზავნილ წერილს ის ჩემს სიუჟეტში საკმარისი დოზით იყო წარმოდგენილი, რამაც ვფიქრობ საზოგადოების ინტერესი დააკმაყოფილა. დანარჩენ თემებთან დაკავშირებით თუ რამე არ მოგეწონათ შეგიძლიათ კვალიფიციურ პროფესიონალებთან განიხილოთ ჟურნალისტური სტანდარტი ასევე აქვე აღვნიშნავ, რომ ყველა სხვა მასალა, რაც თქვენ მომაწოდეთ სიუჯეტში სრულად იყო წარმოდგენლი... სულ ეს მინდოდა მეთქვა, იმედი მაქვს, ფეისბუქის ფართო საზოგადოება დასკვნებს თავად გააკეთებს....

ბოლოს კი წარმატებებს გისურვებთ პირად და საზოგადოერივ ასპარეზზე........

ბელა....

P.S. გაითვალისწინეთ რომ სიუჟეტის ავტორი გახლავართ მხოლოდ მე და მე მომართთეთ სამომავლოდ თუ რამე პრეტენზია გექნებათ....

პატივისცემით,

ბელა", - წერს ჟურნალისტი.

იხილეთ: "შარვალი აიწია და რამდენიმე წუთში ბეტონზე სახით დაეცა" - სერგო თეთრაძის წამების შემზარავი დეტალები და საქმის ახალი გარემოებები

იხილეთ ვიდეოები: