"ეკლესიას უნდა, რომ სახელმწიფომ მის მაგივრად ძალადობით დაამყაროს მორალი" - ვახტანგ რჩეულიშვილი

"ეკლესიას უნდა, რომ სახელმწიფომ მის მაგივრად ძალადობით დაამყაროს მორალი" - ვახტანგ რჩეულიშვილი

ყოფილი დეპუტატი ვახტანგ რჩულიშვილი, აშშ-ში მიღებულ კანონს ეხმაურება, რომლის თანახმადაც ერთი სქესის წყვილებს შორის ქორწინება ლეგალური გახდა. რჩეულიშვილის თქმით, "დასავლური გზა ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდაში კი არ არის, ადამიანის უფლებათა დაცვაშია".

"ჩვენი ფასეულობები ჩვენვე უნდა დავიცვათ და არა სახელმწიფომ!"

აშშ-ში ერთსქესიანი ქარწილები ყველა შტატში დაიშვა. ჩემი თაობის ადამიანები მეტწილად ჰომოფობები ვართ, რაც არ ნიშნავს, რომ ამ პროცესს ყველა ერთნაირად ვაფასებთ. მეც დიდ განსაცდელში მაგდებს ამ საკითხზე ქართული და დასავლური მორალური ფასეულობების ასეთი განსხვავება. თუმცა ამის მიზეზი უფრო ერთმანეთის მოტივაციის უცოდინრობაშია, და არა ადამიანების რეალურ დამოკიდებულებაში ერთსქესიანი ქორწილებებისადმი. ჩემმა ახალგაზრდა ნათესავმა ალექსანდრე ფალავანდიშვილმა მომწერა ჩემი პროდასავლური პოსტის გამო:

ალექსანდრე ფალავანდიშვილი: "დასავლეთი აღარ არსებობს, რა დროს ლენინის გვამია. ჩვენ თვალწინ აშენებენ სოდომ-გომორას".

რაზედაც პასუხი გავეცი, რომელიც არა მარტო ალექსანდრესათვის, არამედ უამრავი ადამიანისათვის არის განკუთვნილი, ვისაც ერთსქესიანი ქორწილები სამყაროს დასასრულად მიაჩნია:

"ალექსანდრე, სოდომი და გომორა ორი რელიგიის დაპირისპირების სიმბოლოა (მომთაბარე იუდეველებისა და ქალაქებში დასახლებული ქანაანელებისა) სინამდვილეში და ცოდვის სინონიმად აქცია იუდაიზმმა და ქრისტიანობამ. განვითარებული ცივილიზაცია საერთოდ ნაკლები აკრძალვებით გამოირჩევა და შესაბამისად ადამიანები ადვილად ყვებიან გრძნობას და სიამოვნებას. ეს მორალის თემაა და არა პოლიტიკის. ეკლესიას უნდა, რომ სახელმწიფომ მის მაგივრად ძალადობით დაამყაროს მორალი, ზნეობრივი პრინციპები. ეს სწორი არაა. სწორედ ეკლესიამ და საზოგადოებამ უნდა ამტკიცოს ამა თუ იმ მორალის უპირატესობა და არ რევდეს ამაში სახელმწიფოს. რომელსაც ზოგადად მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ავალია და არა იმაზე კონტროლი, ვინ როგორ ფიქრობს ან როგორ იქცევა. ეს ვიმეორებ ეკლესიის დანიშნულებაა, რომელმაც უნდა ისწავლოს კონკურენტულ გარემოში არსებობა და არა სახელმწიფოს ზურგს ამოფარება. ასე იქცევა კათოლიკური სამყაროც და ასე უნდა მოვიქცეთ ჩვენც. ჩვენგან განსხვავებულების ჩაქოლვა კი არ უნდა ვთხოვოთ უფალს (რაზედაც სახარებაში უკვე გვიპასუხა: ვისაც ცოდვა არ ჩაუდენია, პირველმა ესროლოს ქვა ცოდვილსო!) , ჩვენი ცხოვრების წესით უნდა ვამტკიცოთ ჩვენი შეხედულების უპირატესობა.

დასავლური გზა ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდაში კი არ არის, ადამიანის უფლებათა დაცვაშია და მორალის საკითხი სახელმწიფოს პრეროგატივა არ არის. დასავლეთი არსებობს და იარსებებს მანამ, სანამ არსებობს ნებისმიერი სხვა დიდი ცივილიზაციაც (ჩინური, ინდური მაგალითად) . საშიში დასავლეთი კი არა, მუსლიმური და ნებისმიერი სხვა სახის ექსტრემიზმია, ვინაიდან მორალის ძალადობით დანერგვის მცდელობა დღესაც საშიშროებას უქმნის კაცობრიობას. რუსეთი სამწუხაროდ ამ განსხვავებებით მანიპულირებს და არა ~ საზოგადოებრივ მორალზე ზრუნავს- ამდენი ფარული თუ ღია ჰომოსექსუალისტი ხელისუფლებაში, როგორც რუსეთშია, ძნელად თუ მოიძებნება ნებისმიერ სხვა ქვეყნებში, მათ შორის დასავლეთშიც"

პატარაობისას ალექსანდრემ ჩემს გუკას "პატარა მამა" დაუძახა. მართლაც როგორ გავს გუკას- ორივე დიდი გურამ რჩეულიშვილის მოდგმისა არიან”, - წერს რჩეულიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს