"წარმოიდგინეთ, დაგეტბორათ სახლი ... უცებ ხედავთ მოპირდაპირე სახლში ჯუმბერი და ემზარი კოცნაობენ" - ნათია ფანჯიკიძე

"წარმოიდგინეთ, დაგეტბორათ სახლი ... უცებ ხედავთ მოპირდაპირე სახლში ჯუმბერი და ემზარი კოცნაობენ" - ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე "ფეისბუქზე" სტატუსს აქვეყნებს, რომელშიც საზოგადოებაში არსებულ მდგომარეობაზე ამახვილებს ყურადღებას:

"არის ასეთი ფსიქოლოგიური სავარჯიშო, ერთდროულად ბევრი რამის გაკეთება რომ გიწევს, როგორ ახერხებ პრიორიტეტიზაციას, რომ გადარჩე და არც ქაოსმა დაგღალოს.

აი, წარმოიდგინეთ, დაგეტბორათ სახლი, იხრჩობა თქვენი საყვარელი ძაღლი, თაროდან გადმოცვივდა მნიშვნელოვანი წიგნები და ფუჭდება, ცეცხლი გაუჩნდა ღუმელში შედგმულ ნამცხვარს, ცეცხლი უახლოვდება საფულეს, რომელშიც უკანასკნელი კაპიკები გიდევთ, საძინებელში ტირის შეშინებული ბავშვი.... უცებ ხედავთ მოპირდაპირე სახლში ჯუმბერი და ემზარი კოცნაობენ.

რას გააკეთებთ პირველს?", - წერს ნათია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს