ალექსანდრე შალამბერიძის გარდაცვალებას მერაბ მეტრეველი ემოციური პოსტით ეხმაურება

ალექსანდრე შალამბერიძის გარდაცვალებას მერაბ მეტრეველი ემოციური პოსტით ეხმაურება

"თავისუფალი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, საქართველო პარლამენტის ყოფილი წევრი ალექსანდრე შალამბერიძე გარდაიცვალა. პოლიტიკოსის გარდაცვალაებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ემოციური წერილით ეხმაურება ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი.

"2003 წელია. უკვე წელიწადანხევარია თბილისში ვცხოვრობ და ვმუშაობ გაზეთ "ალიაში". ოთახი ვორონცოვზე მაქვს ნაქირავები. უფრო სწორად ნახევრად სარდაფი, სადაც მოხუც მამასთან ერთად ვცხოვრობ და თვეში 80 ლარს ვიხდი. ერთ მშვენიერ, თუ არცთუ მშვნიერ დღეს "ალიას" რადექატორმა სამსახურიდან გამიშვა.

დავრჩი ჩემთვის ჯერ კიდევ უცხო ქალქში, ასე, სამსახურის გარეშე;  ქალქში, სადაც ამ დროისთვის ყველაზე ახლოს მარტო პოლიტკოსებს ვიცნობ, ვისთანაც ინტერვიუებს ვაკეთებდი (ჩემი აქაური ნათესავები ახლოს მოგვიანებით გავიცანი).

ბუნებრივია, სხვა გაზეთებს მივაკითხე, მაგრამ მოგეხსენებათ, სანამ ახალ სამსახურში ფეხს მოიკიდებ, პირველ ხელფასს, ან ნორმლაურ ჰონორარს აიღებ, დრო გადის. მე კი ბინის ფული მაქვს გადასახდელი. ბინის პატრონმა ეგრევე მოწვა, რომ ჩემს თავს რაღაც კარგი არ ხდება და გამაფრთხილა: ფულს თუ დააგვიანებ, გაგიშვებ სახლიდანო (ეტყობა, მწარე გამოცდილება ქონდა).

ჯანდაბას, მარტო რომ ვიყო რაღაცას კიდევ მოვიფიქრებდი, მაგრამ მოხუცთან ერთად ქუჩაში ხომ არ დარჩები? თვის ბოლოს ფული რომ ვერ მივიტანე, ვითარება კიდევ უფრო გამწვავადა. ბინიდან გაგდების რეალური საფრთხის წინაშე დავდექი. დავივიწყე ყოველგვარი ჟურნალსიტური სტანდარტი, ეთიკა (რაზეც მაშინ ისედაც ბუნდოვანი წამროდგენა მქონდა) და ორ ადამიანთან გავბედე ჩემი პრობლემის შესახებ ლაპარაკი. ერთ-ერთი ალეკო შალამბერიძე იყო, რომელსაც ჟურნალსიტებთან განსაკუთრებული, მეგობრული დამოკიდებულება ქონდა. ბუნებრივია, 100 ლარი რომელიც მომცა, ვისესხე, მაგრამ როგორც თქვენ არ დაგიბრუნებიათ მისთვის ეს ფული, ისე - მე. იმიტომ კი არა, რომ უსინდისო ვარ. უბრალოდ, მერე როცა ფინანსური მდგომაროება მეტ-ნაკლებად გამომიკეთდა, ვერ გავბედე მისთვის მეთქვა: ფულს დაგიბრუნებო. შემეშინდა, შეურაცხყოფად არ მიეღო. ერთადერთი, რასაც ვაკეთებდი, როცა შევხვდებოდი, სულ ვეუბნებოდი: ბატონო ალეკო, თქვენი ასი ლარი მაქვს ვალი. ისიც იცინოდა და დაივიწყეო,- მეუბნებოდა, მაგრამ სიტყვა "დაგიბრუნებ" ვერაფრით ვუთხარი. ძალიან გული დამწყვიტა მისმა გარდაცვალებამ", - წერს მერაბ მეტრეველი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს