"გიგი თავისუფალია" - გივი თარგამაძე

"გიგი თავისუფალია" - გივი თარგამაძე

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას პატიმრობის წლისთავს ეხმაურება.

"ერთი წლის წინ ჩემთან სახლში ვიჯექით, ვმსჯელობდით, გვესმოდა, ქვეყნიდან გასვლას თუ გადაწყვეტდა, დიდი ალბათობით, დააკავებდნენ. გიგიმ თქვა, ბიძინას ხუშტურების მიხედვით გადაადგილება-არგადაადგილება ჩემთვის ბევრად უფრო დამამცირებელი და გაუსაძლისია, ვიდრე გისოსებს მიღმა გამომწყვდევაო. გავიდა, სახლში შეიარა და აეროპორტში გაემართა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დიდი ხნის მეგობარია და არ მინდა მასზე პათეტიური ელფერით საუბარი, დიდ პატივს ვცემ. მასაც და მის ამ გადაწყვეტილებასაც. მან ამ ნაბიჯით თავისუფლება შეინარჩუნა. დიაღ, ფარჩაკო, მატროსოვზე, ოთხ კვადრატულ მეტრში მჯდომი გიგი თავისუფალია, შენ კი, შუშის კოლბაში მილიარდებში ჩაფლული, მონა ხარ. საკუთარი სულიერი სიმახინჯის, გონებრივი სიმწირის მონა. ცოტაც გაუძელი, მეგობარო. ფარჩაკი ჩაივლის მალე...", - წერს თარგამაძე.

შეგახსენებთ, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა 2014 წელს უკანონო თანხების ლეგალიზების ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. გიგი უგულავა, გიგა ბოკერიასთან ერთად, კიევში მიფრინავდა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს