"აქედან განდევნილები, დღეს სხვა ქვეყანაში ცვლიან ცხოვრების წესს" - ეკა ხერხეულიძე კიეველ "გაიშნიკთან" ინციდენტსა და "პატრულის" წარმატებაზე

"აქედან განდევნილები, დღეს სხვა ქვეყანაში ცვლიან ცხოვრების წესს" - ეკა ხერხეულიძე კიეველ "გაიშნიკთან" ინციდენტსა და "პატრულის" წარმატებაზე

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ეკა ხერხეულიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე უკრაინაში "პატრულის" პროექტის წარმატების შესახებ წერს.

"გასულ კვირას კიევში "გაიშნიკების რეიდში" მოვხვდი. უმიზეზოდ გაგვაჩერეს, ცხადია. ისე, როგორც დიადი საბჭოეთის დროს ხდებოდა ხოლმე. ცარიელ გზაზე მოულოდნელად ჩნდებოდნენ საშოვარზე გამოსული მილიციონერები და ზუსტად ისე მრავლდებოდნენ, როგორც ნაწვიმარზე სოკო.

მანქანას რიგითი ღიპიანი მოუახლოვდა, მძღოლს საბუთები მოსთხოვა და მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი წესრიგში ჰქონდა, მაინც გაკვირვებული გვიყურებდა, რით ვეღარ ხვდებით, თუ გზის გაგრძელება გსურთ, როგორ უნდა მოიქცეთო..

გემახსოვრებათ ალბათ, ასეთი რიგითი გაიშნიკებისგანსგან მოშორებით, მანქანაში ისხდნენ ამ საქმის ბოსები, კიდევ უფრო დიდი ღიპებით საჭესთან გაჭედილები. სწორედ მასთან უწევდათ "ურჩ მძღოლებს" საქმის გარკვევა. ჩვენ შემთხვევაშიც ასე მოხდა, მძღოლს ბოლო საზვერეს გავლა ისე მოსთხოვეს, რომ მგზავრების ეკიპაჟისთვის თვალი არც შეუვლია. ჩემი დანახვა განზრახვას რომ ვერ შეუცვლიდა, გასაგებია, მაგრამ წინ ერთი საინტერესო კაცი იჯდა, ადამიანი, რომელიც თმენით უყურებდა მახინჯ სისტემას და ზუსტად იცოდა, რომ სულ რამდენიმე დღეში, ეს უბადრუკი მექრთამე და სხვა მისი მსგავსი უსახურები წარსულს ჩაბარდებოდნენ.

სიამაყით აღვსილი ვუყურებდი უნებლიედ შესწრებულ სცენას და ვფიქრობდი, სულ ცოტა ხნის წინ, ახლა უკვე კარგად დავიწყებული საძაგლობის პარალელურად, როგორ გვიწევდა ცხოვრება. ის რეფორმატორები, რომლებმაც ცხოვრების ახალი სტანდარტები დანერგეს, აქედან განდევნილები, დღეს სხვა ქვეყანაში ცვლიან ცხოვრების წესს იმის გათვალისწინებით, რომ მათი მტრებად შერაცხვის შემდეგ, ჩვენს ქვეყანაში სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა...

წუხელ კიევის ქუჩებში საპატრულო პოლიციის პირველი 500 კაციანი ეკიპაჟი გავიდა. მიხარია ქართული ბრენდის ექსპორტი და ქართველების წარმატება უკრაინის სახელმწიფო მოწყობის დიდ საქმეში", - წერს ეკა ხერხეულიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს