ნიკოლოზ რაჭველი მანანა მენაბდეს ბოდიშს უხდის

ნიკოლოზ რაჭველი მანანა მენაბდეს ბოდიშს უხდის

ნიკოლოზ რაჭველი რამდენიმე დღის წინ მომხდარი ინციდენტის შესახებ წერს და კომპოზიტორ მანანა მენაბდეს ბოდიშს უხდის.

"როგორც მოგეხსენებათ 2015 წლის 30 ივნისს თბილისის საკონცერტო დარბაზში გაიმართა მუსიკალური სპექტაკლის "ინტროსპექცია - ამბავი ჩვენზე" პრემიერა.

აღნიშნული სპექტაკლის ფინალურ ეპიზოდში, რომელიც ასახავდა სტიქიას, დამდგმელმა ჯგუფმა გამოვიყენეთ ვ.ა.მოცარტის "ლაკრიმოსა" და მანანა მენაბდის სიმღერა "სტვენს ბულბული", რომელიც წარმოდგენის მთავარმა გმირმა ნატო მეტონიძემ შეასრულა აფხაზეთის სახელმწიფო კაპელასთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.

ვინაიდან აღნიშნული ეპიზოდის მომზადება ძალზედ მცირე დროში მოგვიხდა და პარალელურად ვმუშაობდი ეროვნული ორკესტრის საიუბილეო კონცერტის პროგრამაზე (ლიზა ბათიაშვილის მონაწილეობით), რომელიც 28 ივნისს გაიმართა, სამწუხაროდ მხედველობიდან გამომრჩა მენეჯმენტის გაკონტროლება, რომელთაც ევალებოდათ სიმღერის ავტორთან შეთანხმება და პრემიერაზე მოწვევა.

როგორც აღმოჩნდა ქალბატონმა მანანა მენაბდემ კონცერტისა და მისი სიმღერის შესრულების შესახებ მხოლოდ პრემიერის შემდეგ შეიტყო, რაც ცხადია არაეთიკური და ასევე არაკანონიერი საქციელია ჩვენი, სპექტაკლის ავტორების მხრიდან.

ვაცნობიერებ რა სრულ პასუხისმგებლობას აღნიშნული შეცდომის გამო, საჯაროდ ვუხდი ბოდიშს ქალბატონ მანანა მენაბდეს, რაც ასევე მასთან პირად საუბარში დავაფიქსირე!

მე ვიცი რა მნიშვნელობა აქვს სახელოვნებო სამყაროში საავტორო და მომიჯნავე უფლებებს, შესაბამისად პირობას ვდებ რომ შემდგომ შემოქმედებით პროექტებში მაქსიმალურად მივაქცევ ყურადღებას აღნიშნული უფლებების დაცვას!

ქალბატონ მანანას აქვე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მისი მხრიდან გამოჩენილი ლმობიერებისთვის და ასევე ჩვენი ნაშრომის დადებითად შეფასებისთვის!

ვამაყობ, რომ მითანამშრომლია მასთან და ასევე მომიწია მუშაობა მის მიერ შექმნილი მუსიკის გაორკესტრებასა და შესრულებაზე.

ნიკოლოზ რაჭველი", - წერს ნიკოლოზ რაჭველი.

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს

"როგორც ჩანს, ვადამდელი არჩევნები უნდა "ოცნებას" - "ფეისბუქზე" ცვლილებების ჩაგდებას ეხმაურებიან