როგორ იხსენებს ედუარდ შევარდნაძეს შვილიშვილი: ''არიან ადამიანები, ვინც ქმნიან ისტორიას''

როგორ იხსენებს ედუარდ შევარდნაძეს შვილიშვილი: ''არიან ადამიანები, ვინც ქმნიან ისტორიას''

ლაშა შევარდნაძე ბაბუას, ედუარდ შევარდნაძეს სოციალურ ქსელში შემდეგი სიტყვებით იხსენებს.

''დღეს ბაბუაჩემის წლისთავია.

ამასთან დაკავშირებით მინდა ცოტა განსხვავებული რამე ვთქვა. არიან ადამიანები, ვინც ქმნიან ისტორიას. არიან კიდევ ის ადამიანები ვინც ისტორიის ხაზზე დგანან.

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბაბუაჩემის დაცვის ბიჭებს (როგორც ადრინდელი, ისე ბოლო პერიოდის) იმისათვის, რომ ბოლო წუთამდე უერთგულეს. თითქოს არაფერი და რაც მათ გადატანილი აქვთ მტერს არ ვუსურვებ (აფხაზეთის ომიდან მოყოლებული, ორი ტერაქტი და გარდაცვალებამდე მის გვერდით იდგნენ). ისინი იცავდნენ არა მხოლოდ პრეზიდენტს, არამედ საქართველოს ევროპულ არჩევანს.

ასევე მინდა გავიხსენო 1998 წლის ტერაქტში დაღუპულიდაცვის ორი ბიჭი - ღმერთმა აცხონოს ისინი''!

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს