"მამიკო პირველი წუთებიდან ასე მოყვებოდა" - ანუკი არეშიძე უფროს შვილს დაბადების დღეს ულოცავს

"მამიკო პირველი წუთებიდან ასე მოყვებოდა" - ანუკი არეშიძე უფროს შვილს დაბადების დღეს ულოცავს

დღეს, ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის და დიზაინერი ანუკი არეშიძის უფროსი ვაჟი იუბილარია.

ანუკიმ რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც კახი კალაძეს ხელში ახალშობილი ვაჟი უჭირავს.

"ზუსტად 6 წლის წინ ჩვენს ცხოვრებაში გაჩნდა ადამიანი, რომელმაც ჩვენი სიყვარული უფრო შეკრა, გაამაგრა და რაღაც სასწაული გრძნობა და უდიდესი პასუხისმგებლობა გაგვიჩინა, რასაც მშობელი ქვია, დედა და მამა... ბუბუ არის ის პირველი სიხარული, რომელმაც ძალიან შეგვცვალა, გაგვაბედნიერა... მამიკო პირველი წუთებიდან ასე მოყვებოდა, მის გულზე დაკრულს ეძინა ტკბილად და დღემდე უდიდესი სიყვარულია მათ შორის. მოკლედ, დღეს ის უკვე დიდი ბიჭია და მის დაბადების დღეს 4 მაისიდან კოველ დღე ელოდება.

როგორც იქნა დადგა 14 ივლისი! ხვალე ის ყველაზე ბედნიერი გაიღვიძებს, რადგანაც უკვე ამაყად იტყვის რომ 6 წლის არის და აღარ მოუწევს ტყუილი:)) ჩვენი პედიატრი, მამიკო და 5 წუთის ბუბუ...

მილანი 14.07.2009" - წერს ანუკი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს