საქართველოში თავად–აზნაურთა ახალგაზრდული მეჯლისი ჩატარდა

საქართველოში თავად–აზნაურთა ახალგაზრდული მეჯლისი ჩატარდა

"ფეისბუქ" გვერდი სახელწოდებით "სტუდია ვარსკვლავები" საქართველოს თავად–აზნაურთა ახალგაზრდული მეჯლისის ფოტოებს აქვეყნებს. როგორც პოსტიდან გახდა ცნობილი, მეჯლისი მეფისნაცვლის სასახლის სარკეებიან დარბაზში ჩატარდა და მას ქართველი თავად-აზნაურობა დაესწრო (იხილეთ ვიდეო მეჯლისიდან)

ჯერ-ჯერობით უცნობია რა მიზანს ემსახურებოდა მათი შეკრება ან ჩატარებულა თუ არა აქამდე, თუმცა, ზემოთ აღნიშნული, ღონისძიება "ფეისბუქზე" საკმაოდ პოპულარული გახდა. გთავაზობთ რამდენიმე გამოხმაურებას:

”ყმებსაც ჩაგვიტარეთ ხოლმე რა მეჯლისები”

”მტკვარზე ტივით როდის ჩამოატარებენ?”

”არა, მთელი სერიოზულობით არისტოკრატია ვართო გაიძახიან. ომარ მხეიძეც რომ უზით იქვე სკამზე თუ ამჩნებთ??? ანდრონიკაანთ ნინუცი და დავით მოურავი აკლიათ. ეხლა მოურავებიც არისტოკრატობენ...”

”ბავშვებო, ბატონ-ყმობა 1871ში გააუქმეს, ტყუილში გაცხოვრებენ”

”რა კარგია – რამდენი თავისუფალი დრო ჰქონიათ თავადებს და აზნაურებს. მე ეტყობა გლეხი ვარ – მთელი ცხოვრება ჯორივით ვმუშაობ. არ მეცინება – რა დროს ესაა”.

”დიახ, ფრიად გალანტურად გამოიყურება. ხიდ ჩატეხილობის ამბავიცაა. ჩვენ არ გვესმის” .

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს

"როგორც ჩანს, ვადამდელი არჩევნები უნდა "ოცნებას" - "ფეისბუქზე" ცვლილებების ჩაგდებას ეხმაურებიან