"მე და სოსო ორ ფილმში ვთამაშობდით ერთად... მაგარი გადარჩენილი ვარ" - ია ფარულავა

"მე და სოსო ორ ფილმში ვთამაშობდით ერთად... მაგარი გადარჩენილი ვარ" - ია ფარულავა

"ამისმა ოჯახმა ლიკა ქავჟარაძეს გაუძლო და შენ რა ჯადო გაქვს ასეთი ეკა ხერხეულიძე???" - წერს "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, სოსო ჯაჭვლიანის გამოსვლასთან დაკავშირებულ სკანდალზე.

გვარამიას პოსტს მსახიობი ია ფარულავა გამოეხმაურა: "მე და სოსო ორ ფილმში ვთამაშობდით ერთად... მაგარი გადარჩენილი ვარ... არადა მაშინაც ლამაზად მიმიჩნევდნენ.

ნიკა გვარამია: "არავინ დაიჯერებს, რომ გადარჩენილი ხარ".

ია ფარულავა: "მან ხომ იცის, რაც მთავარია".

ნიკა გვარამია: "კი კაცო. EBRDიც ცოდნია და ეგ როგორ არ ეცოდინება".

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, პარლამენტში, რიგგარეშე სესიის დროს, სოსო ჯაჭვლიანმა განაცხადა, რომ EBRD-ზე არასოდეს იქნებოდა, რადგან მეუღლის ერთგულია.

"მაგალითად, ქალბატონი ეკა ხერხეულიძეს ჩემი ოჯახის დანგრევის მცდელობა ჰქონდა. მან ამ რამდენიმე თვის წინ ბრძანა, რომ პარლამენტის სესია იმიტომ ჩაიშალა, კვორუმი არ შედგა, სოსო ჯაჭვლიანი იბიარდზე იყოო. რატომ მაყენებთ შეურაცხყოფას, ქალბატონო ეკა? მე იბიარდზე ვერასოდეს ვერ ვიქნები – მე ერთგული მეუღლე ვარ. ეს თქვენი გუნდი დადიოდა ამ "იბიარზე" 10 წლის განმავლობაში. ეს "იბიარდობა" ეტყობა ქვეყანას", - განაცხადა ჯაჭვლიანმა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს