პრეზიდენტი საზოგადოებას ევროპის ოლიმპიური ფესტივალის დაწყებას ულოცავს

პრეზიდენტი საზოგადოებას ევროპის ოლიმპიური ფესტივალის დაწყებას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი საზოგადოებას ევროპის ოლიმპიური ფესტივალის დაწყებას ულოცავს. პრეზიდენტის მისალოცი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში", გიორგი მარგველაშვილის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

"გილოცავთ "ევროპის ოლიმპიური ახალგაზრდული ფესტივალს" დაწყებას! ვუსურვებ წარმატებებს სპორტსმენებს, განსაკუთრებით ვგულშემატკივრობ ქართველ ოლიმპიელებს, მნიშვნელოვანი დღეა ქართული სპორტის ისტორიაში!", - ნათქვამია პრეზიდენტის მისალოცში.

"თბილისი 2015" "მიხეილ მესხის სახელობის" სტადიონზე საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ღონისძიებას დასწრო პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია, მინისტრები. საზეიმო ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი არ დასწრებია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს