სოსო ჯაჭვლიანის "ხუმრობა", ბესელიას ინგლისურენოვანი სპიჩი, ქუცნაშვილის წვეტიანი "ტუფლები"... - მამუკა გამყრელიძე "ქოცურ გოიმობებზე"

სოსო ჯაჭვლიანის "ხუმრობა", ბესელიას ინგლისურენოვანი სპიჩი, ქუცნაშვილის წვეტიანი "ტუფლები"... - მამუკა გამყრელიძე "ქოცურ გოიმობებზე"

ჩინეთში საქართველოს ყოფილი ელჩი და გადაცემა "ვის უნდა 20 000?"-ის წამყვანი მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში ხელისუფლების წარმომადგენელთათვის დამახასიათებელ "გოიმობებს" ჩამოთვლის.

"სოსო ჯაჭვლიანის "ხუმრობა", თუკი ცხადია იხუმრა, იყო გოიმობა.

ეკა ბესელიას ინგლისურენოვანი სპიჩი გოიმობაა.

ბიძინას მეტყველება, ფონეტიკაც, ლექსიკაც და სემანტიკაც გოიმობაა.

ზაქარია ქუცნაშვილის წვეტიანი "ტუფლები" და "შლიაპა" გოიმურია.

თინა ხიდაშელი "ბალეტკებით" პლაცზე გოიმურად ჩანდა.

ჭიკაიძეს "ალქაიდაც" და "ალიფაც" გოიმობით მოუვიდა.

ღარიბაშვილის ყელმოღერებული ყვინჩილას პოზა გოიმობაა.

ნარმანია, როგორც მოვლენა, ერთი დიდი გოიმობაა.

და ა.შ და ა.შ. კიდევ ვინ მოთვლის

ქვეყანას გოიმები დაეპატრონენ. გვაბოლებენ და გვაგოიმებენ...

P.S. გოიმობის დეფინიცია - ზომიერების შეგრძნების არქონა. ხეპრე და უადგილო მეტყველება და საქციელი", - წერს გამყრელიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს