"პრეზიდენტისთვის განკუთვნილი ადგილი მიუღებელ კუთხეში მიეჩურთად"

"პრეზიდენტისთვის განკუთვნილი ადგილი მიუღებელ კუთხეში მიეჩურთად"

ახალგაზრდული ოლიმპიადის გახსნას და ცერემონიალზე მომხდარ ინციდენტებს ფეისბუქის პირად გვერდზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გივი თარგამაძე ეხმაურება.

"ამ სურათის ნახვას პირველ რიგში თბილისი 2015-ს საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეს, მებაჟე კაცს ვურჩევ. ეგებ მეხსიერება აღუდგეს. სინდისის აღმოჩენის იმედი არ მაქვს. თუ რაგბის ფედერაციის პრეზიდენტისთვის არ დამთავრებულა ტრაგიკულად სპორტის ამ სახეობის წინსვლაში წინა ხელისუფლების დამსახურების მოხსენიება, ნუთუ, ბატონ ალექსის რომ ეხსენებინა, ვისი ძალისხმევით იქნა მოპოვებული ათეულობით ქვეყნის მხარდაჭერა, შემუშავდა ყველა პროექტი, სკურპულოზურად განისაზღვრა სამუშაოთა გეგმა, მოძიებულ იქნა ინვესტორები, დაიდო ხელშეკრულებები და დაიწყო მუშაობა, ის ყოველივე ამის შემოქმედის, გიგი უგულავას გვერდით საკანში აღმოჩნდებოდა?

რაღა თქმა უნდა, არა. უბრალოდ, ის ჩვეულებრივი კონფორმისტია, მედროვე, რომელიც, ფესტივალის იდეის გამოჩენამდე, როგორც შევარდნაძისდროინდელ მებაჟეს ეკადრება, სულაც ნინო ბურჯანაძეს აფინანსებდა, ამ პროექტს რომ მოერგო, ნაციონალების ხელისუფლების ერთგული მხარდამჭერი გახდა, ახლა კი მიხვდა, რომ იმთავითვე იყო მოწოდებული ღარიბაშვილისა და ნარმანიას ფეხქვეშ გასაგებად. დარწმუნებული ვარ, ამ ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ იცის, გიგი უგულავას არ დაუგეგმავს, რომ ფესტივალის ცეცხლი იმ ადგილზე უნდა ანთებულიყო, რომელსაც ვერავინ ხედავდა, პირშიჩალაგამოვლებული უქოცესი მთავარი მოჩირაღდნის ჩათვლით, ფოიერვერკს ხანძარი გაეჩინა, ოლიმპიური დროშა უკუღმა დაეკიდათ, ოლიმპიური სოფლის უზრუნველსაყოფად ხალხისთვის ავტობუსის გაჩერებები მოეპარათ, იქ მიმავალი გზა ჩანგრეულიყო, პირველივე საკალათბურთო მატჩი ტაბლოს გაუმართაობის გამო გადადებულიყო, ათენიდან ჩამოტანილი ცეცხლი თავისუფლების მოედანზე უცნობ მხატვარს ნიკუშა შენგელაიას შემოეტანა და არა რომელიმე დამსახურებულ ოლიმპიელს, არამედ მონისმონა პრემიერს დაენთო, ქვეყნის პრეზიდენტისთვის განკუთვნილი ადგილი მიუღებელ კუთხეში მიეჩურთად, შეზღუდული შესაძლებლობების პირები ისევ შეურაცმყოფელი ფორმით მიეგდოთ, სამთავრობო ლოჟაში კი მხოლოდ გადაბღენძილის ოჯახობას გაელაღა (სიმამრიღა აკლდა). წინ თამაშების ხუთი დღეა. შემდეგ იმ დროსვე მოპოვებული სუპერთასი. ასე რომ, გიგი, მეგობარო, მესმის, ამის შემხედვარე, როგორ გტკივა გული, მაგრამ, მერწმუნე, მანდაც ამათზე ერთად აღებულზე ათასჯერ ღირსეული ხარ!", - წერს თარგამაძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს