"იშვიათად შემხვედრია ადამიანის პირადი ცხოვრების ასეთი გათელვა" - "იმედის" ეთერში გასულმა სიუჟეტმა საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია

"იშვიათად შემხვედრია ადამიანის პირადი ცხოვრების ასეთი გათელვა" - "იმედის" ეთერში გასულმა სიუჟეტმა საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია

რამდენიმე დღის წინ, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, ეკა ხოფერიას შოუში გასულმა სიუჟეტმა საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. საქმე ეხება 19 წლის გოგონასასა 34 წლის მამაკაცის ქორწინებას, რომელიც ახალგაზრდა ქალის მიმართ ძალადობით დასრულდა.

ნინია კაკაბაძე - ვეთანხმები შალვა რამიშვილს, რომ ამ პრობლემას უშველის განათლება. აი მას და ეკა ხოფერიას განათლება ან ჟურნალისტური ეთიკის ელემენტარული ცოდნა რომ ჰქონდეთ, გუშინ იმ 34 წლის კაცის და მისი სანათესაოს მსგავსად, მოძალადეები არ გახდებოდნენ. გაუნათლებელი ჟურნალისტები, რომელთაც ტელე "სანახაობის" შესაქმნელად, კიდევ ერთი ტერორისტული აქტი განახორციელეს 19 წლის გოგონას მიმართ!!!

გოგი გვახარია - ყველაზე მაგარია ამის მერე ბათუმში გართობის თემაზე რომ გადავედით:) მოლ "ცხოვრება გრძელდებაო"

ნინია კაკაბაძე - განათლებული ჟურნალისტები რომ გვყავდეს, მედიას იმდენად დიდი როლი აქვს ამგვარი, კულტურული, მენტალური საკითხების გადაფასებაში, დღეს გაცილებით წინ ვიქნებოდით!

ნინია კაკაბაძე - გადაცემა მთლიანად არ მინახავს, მხოლოდ სიუჟეტი ვნახე, მისი წარდგენა და შემდეგ 2 ბრძენის ბრძნული შეფასება - ერთმა განათლებაო და მეორემ "საშინელებაა"!

გოგი გვახარია - და ხვალ მოიწვევს გივი სიხარულიძეს და იკისკისებს მასთან ერთად

ნინია კაკაბაძე - მაგათი ადგილი ერთად არის, ოღონდ ტელე ეთერში არა!!!

თამარ რუხაძე - ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ "იმედის კვირის" გუშინდელ სიუჟეტზე ქარტიის საბჭოში შემოვა განცხადება. მანამდე კი, მე საბჭო არ ვარ და შემიძლია საკუთარი აზრი არა მხოლოდ მქონდეს, არამედ გამოვხატო კიდეც.

მართლა არ მეგონა, თუ ასეთი სიუჟეტი კიდევ გავიდოდა რომელიმე ქართული მაუწყებელის ეთერში, რომ ამას ასეთი ფორმით ვინმე დადგმავდა, გადაიღებდა, დაამონტაჟებდა და მერე სერიოზული და აღშფოთებული სახით ეთერში გაუშვებდა

იშვიათად შემხვედრია ადამიანის პირადი ცხოვრების ასეთი გათელვა და არ არის არგუმენტი, რომ ოჯახები იყვნენ თანახმა. ძალადობის, განსაკუთრებით კი სექსუალური ძალადობის მსხვერპლს ავტომატურად გარანტირებული უნდა ჰქონდეს კონფიდენციალობა (ამას ამბობს საერთაშორისო სტანდარტი ძირითად შემთხვევებში), გამონაკლისები უნდა იყოს ძალიან სერიოზული სარედაქციო მსჯელობის საგანი, ხოლო არგუმენტი არა მხოლოდ თანხმობა, არამედ ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. თუმცა არცერთი გამონაკლისი არ გაითვალისწინებს იმ ადამიანისთვის შეურაცხმყოფელ დეტალებსა და ფორმებს, როგორადაც ეს "იმედის" სიუჟეტში იყო წარმოდგენილი.

ეკა ხოფერია - აუ თამუნა, რა ცნობიერად, კარგი რა, ცოტა ჩამოდით დედამიწაზე. რომელი სტანდარტის დარღვევა იყო აქ, თუ იმ მოძალადესავით დამამტკიცებელი საბუთია საჭირო, რომ გოგონას სურვილი იყო და ოჯახის, როგორმე ამ რეპორტაჟის შემდეგ მაინც იყოს დაცული. რა გინდოდათ, იმ გოგოს წვრილად მოყოლილი ძალადობა გაგვეშვა სიუჟეტში?

თამარ რუხაძე - დარჩა რამე წვრილად მოსაყოლი?

ეკა ხოფერია - შენ წარმოიდგინე კი. მივხვდი, ვერ ჩამოხვალთ დედამიწაზე

თამარ რუხაძე - რა თქმა უნდა, სწორედ მაგას ვჩივი, რომ იმ გოგოს წვრილად მონაყოლი არ გაუშვით, სხვა რა პრობლემაა აბა მანდ კიდევ მე უნდა ჩამოვიდე დედამიწაზე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს