"ღვინიაშვილი კიდევ ახრჩობს ბავშვებს და ქვევრში მალავს? ეს ეთიკური იყო?" - ინგა გრიგოლია "იმედის კვირის" სკანდალური სიუჟეტის ავტორზე

"ღვინიაშვილი კიდევ ახრჩობს ბავშვებს და ქვევრში მალავს? ეს ეთიკური იყო?" - ინგა გრიგოლია "იმედის კვირის" სკანდალური სიუჟეტის ავტორზე

"იმედის კვირის" ერთ-ერთი წამყვანი ინგა გრიგოლია სოფო მთივლიშვილის მომზადებულ სიუჟეტს ეხმაურება, რომელმაც სოციალურ ქსლებსა და მედიაში აქტიური გამოხმაურება მოჰყვა.

"ჩემო საყვარელო, (სოფო მთივლიშვილი) :) :)

ნიჭიერთა შორის უნიჭიერესო და გამორჩეულო ))))))) ობიექტური მიზეზების გამო შენი რეპორტაჟი არ მინახავს, მაგრამ ის ზუსტად ვიცი, რომ ჩემი საყვარელი ჟურნალისტი ხარ შენ )))) არავინ იცის, რამდენს მუშაობ და როგორ გულთან მიგაქვს თითოეული თემა, რასაც ეხები))))) მათ კი (კოლმეურნეობის თავმჯდომარეებმა), ვინც ლექციებს გიკითხავს ეთიკასა და მორალზე, სულ ერთი წამით გადაჩხრიკონ საკუთარი შეცდომები და იქნებ თითზე იკბინონ. ძაან კუდრაჭები არიან და რა ქნან... უბრალოდ, ჩვენც არ გვაქვს ჯერ სკლეროზი და მაგრად მაინტერესებს, ღვინიაშვილი კიდევ ახრჩობს ბავშვებს და ქვევრში მალავს? ეს ეთიკური იყო? ან სხვა კიდევ მანამდელი", - დაწერა ინგა გრიგოლიამ.

ინგა გრიგოლიას პოსტს მისი კოლეგა სოფო ნიკოლაიშვილიც ეხმაურება.

"ნამდვილად! სოფო ჩამოვიდა სტრესით ამ მძიმე ამბიდან, თითონ იყო შოკში რაც ნახა და მოისმინა, აღწერა სინამდვილე და რეალობა ჩვენს საზოგადოებაში, რაც არის და ამის შემდეგ ეს წარმატებულ ხარისხში მორალის მქონე ადამიანები პრეტენზიებს გამოთქვამენ თბილი ოთახებიდან გრანტების იმედით ჩასაფრებულის პოზიციიდან ((( ძაან მაგარი სიუჟეტი ქონდა, აი ძაან მაგარი! დავიცავ ბოლომდე, მითუმეტეს მე დავაძალე, რომ არაფერი დაებლარა და ეჩვენებინა ამაზრზენი რეალობა ((".

იხილეთ ასევე: "ხვალ ეს გოგონა ცხოვრებას რომ გააგრძელებს, აუცილებლად დახვდება ეს ყველაფერი წინ" - პირადი ტრაგედია, რომელსაც საჯარო ინტერესით ჰყიდიან

"იშვიათად შემხვედრია ადამიანის პირადი ცხოვრების ასეთი გათელვა" - "იმედის" ეთერში გასულმა სიუჟეტმა საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს