ნიკა გვარამიას პირველი კომენტარი ნინო შუბლაძის ახალ თანამდებობაზე

ნიკა გვარამიას პირველი კომენტარი ნინო შუბლაძის ახალ თანამდებობაზე

"რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, ჯანდაცვის მინისტრის მრჩევლად ნინო შუბლაძის დანიშვნას ეხმიანება:

"ნინო შუბლაძე არის პროფესიონალი. მან მედიიდან წასვლა გადაწყვიტა თავისი პირადი მიზეზების გამო. ახლა დასაქმდა ჯანდაცვის სამინისტროში საკუთარი პროფესიით. მეგობრებო (და არამეგობრებო) ორივე პოლიტიკური ბანაკიდან, მოეშვით შეურაცხყოფებს. პროფესიონალებს სხვა გზა არ აქვთ, გარდა საკუთარი პროფესიით მუშაობისა. პარტიული კონიუნქტურა არაფერ შუაშია, პროფესიონალებმა ოჯახები უნდა არჩინონ საკუთარი შრომით. პირიქით, პოლიტიკოსები უნდა შეეშვან ადამიანების პარტიული თუ სხვა აფილიაციების მიხედვით დანიშვნა/გათავისუფლებას და ასეთი არაჯანსაღი აჟიოტაჟიც არ მოყვება მსგავს დანიშვნებს და საჯარო სამსახურიც ბევრად ეფექტიანი იქნება.

შუბლიკ, გილოცავ და წარმატებებს გისურვებ.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო - კარგი გადაწყვეტილებაა", - წერს გვარამია.

გუშინ გახდა ცნობილი, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს მრჩევლად ჟურნალისტი ნინო შუბლაძე ინიშნება.

ნინო შუბლაძე საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მედიის საკითხების მიმართულებით იმუშავებს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს