"შენი თბილი ხელები მინდა ძილის წინ ლოყის ქვეშ ამოდებული" - გიორგი ქისტაურის გულისამაჩუყებელი წერილი დედას

"შენი თბილი ხელები მინდა ძილის წინ ლოყის ქვეშ ამოდებული" - გიორგი ქისტაურის გულისამაჩუყებელი წერილი დედას

ინტერნეტვარსკვლავად ქცეული გიორგი ქისტაური, რომელიც საკუთარი ნიჭის წყალობით, "ფეისბუქის" ქართველი მომხმარებლებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ პაროდისტად იქცა, დედას ვრცელ წერილს უძღვნის. პოსტი შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე გულისამაჩუყებელი იყოს, რომელიც წაგიკითხავთ.

"ჩემი იდეალური, ლამაზი, თბილი, ტკბილი, საყვარელი, გამგები, მეგობრული, უსაყვარლესი დედა როგორ ძალიან მიყვარხარ ალბათ იმ გრძნობას რაც დღეს მე მაქვს იმის გამო რომ შენს გვერდით აღარ ვიღვიძებ და შენთან ჩახუტებული აღარ ვიძინებ უკვე მეორე დღეა, ყველაზე კარგად შენ ხვდები. ეს ორი დღე თითქოს ორასი წელივით არის, როგორ მაკლიხარ ნეტა იცოდე, როგორი ბედნიერი ვიყავი გვერდით რომ მყავდი და ახლა ვხვდები რამხელა შეცდომა დავუშვი ისევ რომ დაგტოვე. ძალიან მალე კი გნახავ მაგრამ როგორი ძნელია ეს ჩემთვის.

ჩემთვის პირველი მეგობარი შენ ხარ, ძალიან მამძიმებს ის რომ მხოლოდ მობილური კავშირი მექნება შენთან, ცოტახნით მაგრამ გულში მთელი ერთი საუკუნე, როგორ გიმძიმს და გიჭირს ალბატ ამ წუთას ჩემს გარეშე, ჩემი ჩასისხლიანებული თვალები შენ გეკუთვნის და ჩემი თითოეული ცრემლი ამ ორი დღის განმავლობაში შენია. ძალიან მიყვარხარ როდესაც დავბრუნდები შენთან გპირდები რომ აღარასდროს დაგტოვებ, თან როგორ მთხოვდი რომ არ წავსულიყავი.

აქ შენს გარეშე ისეთი სიცარიელეა, ისეთი სიცივე, შენი თბილი ხელები. როგორ არ მინდა რომ მოწყენილს გხედავდე და შენს სევდიან ხმას ვუსმენდე იქამდე სანამ შენთან ჩამოვალ. ძალიან მტკივა გული უშენობისგან, ვისაც ეს ყველაფერი მოვუყევი, ყველამ ცინიკური ლაპარაკი დამიწყო, სწორედ ამიტომ ვიძახი ყველაზე კარგად შენ გესმის ახლა რასაც ვგრძნობ, ბედნიერი ვარ რომ შენი შვილი ვარ, შენი გაჩენილი და შენი გაზრდილი.

დედა კიდევ რამდენი რამე მინდა გითხრ,ა მაგრამ ამ ყველაფერს ვიცი არასდროს არ გეტყვი და ვერასდროს, იმიტომ რომ გული გეტკინება და უფრო ბევრს ინერვიულებ, აქ იმიტომ ვწერ რომ მინდა ყველამ იცოდეს, თუ რამხელა გრძნობა მაქვს შენს მიმართ, შენი თბილი ხელები მინდა ბუდუნა ისევ ძილის წინ ლოყის ქვეშ ამოდებული და ასე ტკბილად ჩაძინება. მიყვარხარ!!!" - წერს გიორგი.

"დედაჩემის გარდერობს ვიყენებ, მისი შარვალიც კი ჩამიცვამს და კაბაც მომირგია" - ინტერნეტ-ვარსკვლავად ქცეული გიორგი ქისტაურის კადრსმიღმა ცხოვრება

"ფეისბუქმა" "ალტ-ინფოს", "პატრიოტთა ალიანსსა" და "ქართულ არჩევანთან" დაკავშირებული ათობით ანგარიში და გვერდი გააუქმა

"ეს რა სიგიჟე სჭირთ ადამიანებს საქართველოში? მათ თვალწინ კვდებიან ადამიანები და მაინც არ სჯერათ კორონავირუსის, ესაა სრული სიბეცე" - რას წერს დეკანოზი?

"რა უბედურებაა ტერმინი "გაყალბება" ისეთ დროში, როცა "ნასა" და ილონ მასკი ერთმანეთს ინოვაციურ შედეგებში ექიშპებიან" - ნიკოლოზ რაჭველი