"ასეთი რაღაცნაირი რომ არ იყოს, რა გაუძლებდა მაგის თავგადასავლებს, აგერ უკვე 24-ე წელი" - ნათია ფანჯიკიძე მეუღლეზე წერს

"ასეთი რაღაცნაირი რომ არ იყოს, რა გაუძლებდა მაგის თავგადასავლებს, აგერ უკვე 24-ე წელი" - ნათია ფანჯიკიძე მეუღლეზე წერს

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე მეუღლის, ირაკლი ალასანიას "პანკისის" ფოტოს აქვეყნებს, რომელშიც ყოფილი თავდაცვის მინისტრი ვალერი ხაბურძანიასთან ერთად არის ასახული.

"პირად მიმოწერაში ერთმა კარგმა ადამიანმა ირაკლის პანკისის ფოტო გამომიგზავნა. სახლში არცერთი არ მაქვს, არც ბევრი არსებობს "იქაური" ფოტო, მხოლოდ ამგვარს გადავწყდომივარ ერთი-ორს, საგანგებოდ ჩასულ და საფოტოედ გამოწყობილ მაშინდელ მინისტრთან ერთად.

იცით რატომ ვგიჟდები ირაკლიზე? მთავარი მოქმედი პირი იყო და სურათში კი ისე დგას, დისტანცირებული, კადრში შემთხვევით მოხვედრილივით.

ასეთი რაღაცნაირი, შინაგანად მნიშვნელოვანი რომ არ იყოს, რა გაუძლებდა მაგის თავგადასავლებს, აგერ უკვე 24-ე წელი", - წერს ნათია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს