შორეთის უნიკალური ტაძარი განადგურების პირასაა

შორეთის უნიკალური ტაძარი განადგურების პირასაა

"ეს არც ლორეა და არც ტაო-კლარჯეთი, ეს აქვე, სამცხეში, შორეთის ტაძარია!.. რომელიც საჭიროებს სასწრაფოდ აღდგენას. გთხოვთ გულისხმიერება გამოიჩინეთ და ყველამ გააზიარეთ. ჩვენზეა ამ ტაძრის გადარჩენა" - ნათქვამია ერთ-ერთ ფეისბუქ გვერდზე, რომელიც შორეთის ტაძრის ფოტოს აქვეყნებს.

რაც შეეხება ტაძრის ისტორიას და მდებარეობას:

შორეთის სამონასტრო კომპლექსი დაბა ასპინძიდან 18 კილომეტრში, სოფელ ოთის მთაზე, მდინარე სანისლოს მარცხენა შენაკადის სათავეში, ტყეში მდებარეობს. მონასტერი სამი მხრიდან ციხე-კოშკით დამშვენებული ფრიალო კლდითა და ამწვანებული მთებით არის გარშემორტყმული. დასავლეთით, სამცხის ქვაბულისკენ კი ულამაზესი, თვალუწვდენელი მთაგორიანი სანახებია.

1849 წელს შორეთში იმოგზაურა აკადემიკოსმა მარი ბროსემ, მან დაგვიტოვა რელიეფებისა და ორი ლაპიდარული წარწერის აღწერილობა.

მარი ბროსეს დროს ეკლესია ჯერ კიდევ სრული სახით იყო შემორჩენილი. ივანე გვარამაძე საგანგებოდ აღნიშნავს: "იატაკი სრული მინაქარის, მწვანე ჩინური ნაგები, აღსავლის კარს შუა სრულ ლიბრი მარმარილოს ძელები და ოთხი ყრუ კედელი სრულ მუზაიტის კენჭით ჩაწყობილი ხატები. ამ ათის წლის წინ ეს ნაშთი ჩვენ წინაპართა დიდებისა კიდევ დამხვდა; ახლა სრულ გატიალებულია"...

ასპინძის კომპლექსური ექსპედიციის ხელმძღვანელის, მალხაზ დათუკიშვილის თქმით, XII-XIII საუკუნეებში მიწისძვრითა და მტერთა შემოსევებით დაქცეული ტაძარი ხელახლა შენდება და შორეთის ეკლესია მონასტრის სახეს იღებს. ფაქტობრივად, იგი ხდება ორსართულიანი, ჯვრის ტიპის მსგავსი, შემორჩენილია IX საუკუნის აფსიდა. XIV საუკუნის მიწურულს ან XV საუკუნის დასაწყისში ეკლესია კვლავ აღადგინეს. მთლიანად იცვლება ფასადი, შენდება უნიკალური დეკორის მქონე საძვალე და ორსართულიანი სამრეკლო, რომელიც არქიტექტურულად და სტილისტურად ძალზე ახლოსაა ურაველის ხეობაში მდგარ ხეოთის სამრეკლოსთან.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს